ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2014


ამელის დღიური

მამა ჩამოვიდა..მე და ბებოს საჩუქრები ჩამოგვიტანა,ჩემს ორ ყველაზე საყვარელ გოგოს, ყველაზე ლამაზი რამეები ვუყიდეო..რა გამაჩერებდა საწოლში,წამოვხტი და ყველაფერი ჩანთიდან სწრაფად ამოვალაგე,რიგ-რიგობით ვიცმევდი ჭრელ სარაფნებს,ფერად საზაფხულო ფეხსაცმელებს,ვიხურავდი ქუდებს და სარკის წინ ვტრიალებდი,მამა მიყურებდა და იცინოდა,მაინც რა პრანჭია გოგო მყავხარო..მერე კალთაში ჩავუჯექი და ხელები კისერზე შემოვხვიე :-მისტერ უსიმპატიურესო! თქვენ ყველაზე გემრიელი მამა ხართ მთელს დედამიწაზე,შოკოლადზე გემრიელიც კი-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე....
მალე ბებოს მზარეულმა მინამ სავახშმოდ გვიხმო..
..ბებოს და სერჟის ამბავი მამას რა გასაკვირიც არუნდა იყოს არ გაჰკვირვებია:--დედა,მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა,უთხრა მოკლედ და გაუღიმა,-დარწმუნებული ვარ სერჟი ღირსეული ადამიანია და გაგაბედნიერებს..ბებომ ცოტათი დაიმორცხვა,მერე მე გადმომხედა და გამიღიმა...--აუცილებლად გაგაცნობ!-უთხრა მამას და ამით ამ თემაზე ლაპარაკი დამთავრდა....
მეორე დღეს ყველანი სერჟმა რესტორანში დაგვპატიჟა.ძალიან ლამაზი საღამო გავატარეთ,ვიცეკვე კიდეც,ჯერ მამასთან,მერე კი სერჟმა ტანგო მაცეკვა,თავიდან უარზე ვიყავი,სად ტანგოს ცეკვა და სად მე მეთქი,მაგრამ სერჟი ისეთი კარგი მოცეკვავე გამოდგა,რომ რამოდენიმე ადამიანმა აპლოდისმენტებიც არ დაიშურა ჩვენთვის....სახლში ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით..მამა ჩემს ოთახში შემოვიდა-ამელი,ხვალ მე და შენ მონპელიეში უნდა დავბრუნდეთ,დილიდან გაემზადე,მითხრა,მაკოცა და ოთახიდან გავიდა..როგორ მომენატრა ჩემი სახლი,ჩემი პატარა ქალაქი,ჩემი პიტერი..სულ ერთი კვირა გავიდა,მაგრამ მაინც..როგორ მინდა ყველანი ერთად ვცხოვრობდეთ,დედაც ჩამოვიდეს,რა ბედნიერი ვიქნებოდი..ნეტა სად ცხოვრობს?შვილები თუ ჰყავს?იქნებ სადღაც სულ ახლოსაა და მე კი არ ვიცი..?რამდენი ხანია არ მასვენებს მისი მოძებნის სურვილი,მაგრამ მამას ვერ ვეუბნები..აუცილებლად უნდა ვნახო..ვიცი,ვიპოვი...
სოფის უნდა ვუთხრა დამეხმაროს...მას ძმა ჰყავს-ჟორჟი,ჩვენზე უფროსია,სოფი ამბობს,ისეთ ადგილას მუშაობს,ყველა ადამიანზე შეუძლია ინფორმაციის გაგებაო..ჰოდა სწორედ ჟორჟს უნდა ვთხოვო დამეხმაროს დედას მოძებნაში..ისე რომ მამამ არ გაიგოს...ვიცი არ ვიქცევი კარგად მამას რომ ვუმალავ,მაგრამ პირობას ვდებ,აუცილებლად ვეტყვი,ოღონდ ცოტა მერე..
სოფი?-ჩემი მეგობარია,ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ,საბავშვო ბაღშიც ერთად დავდიოდით,სკოლაშიც ერთად ვსწავლობთ,სოფი ძალიან თბილი და ერთგულია,ლამაზი და ჭკვიანი,თაფლისფერი თვალები,აპრეხილი ცხვირი და შავი თმები აქვს..ძალიან მორცხვია და ყველაფერზე ლოყები უწითლდება..ძალიან მიყვარს..
...სოფისთან ხშირად ვრჩები,დედამისი სულ რაღაც გემრიელობებს გვიკეთებს,ჩვენც ხანდახან ვეხმარებით(თუმცა ალბათ უფრო ხელს ვუშლით,მაგრამ არასოდეს არაფერზე გვსაყვედურობს)ძია ლეო(სოფის მამა) და მამაჩემიც მეგობრობენ,ხანდახან პიკნიკებზე დავდივართ ყველანი ერთად,ვაგროვებთ კოცონისთვის ხის ფიჩხებს,მამა და ძია ლეო ცეცხლს ანთებენ,გემრიელ თევზს და ხორცს წვავენ,მე და სოფი ელენას(სოფის დედას ჩვენ ელენას ვეძახით,იმიტომ რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და თანაც ეს მისი სურვილია)ვეხმარებით სახლიდან წამოღებული გემრიელი რაღაცეების ამოლაგებაში,დაღამებამდე ტყის პირას ვსხედვართ,ჟორჟი გიტარაზე უკრავს,ყველანი ვმღერით და ვერთობით....
და ასეთ დროს ვხვდები რა ბედნიერი ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს