ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოვლი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2014


ღამის მონოლოგი

(აქ, ვაკუუმში მე განვიცდი “On The Turnin’ Away” ~ Pink Floyd-ს და
მურაკამის კაფკა პლაჟზეა)
შენ შემხვდი ქარში და დავიჯერე, ღმერთი მამრია..

შემხვდი ნაქსოვი, ფერადი სვიტერით და ვიცი, რა ფერი იყო ცა, როცა ვწერდი:
„ცა შენი სვიტერის ფერია,
მინდვრები ფერია ჩალის,
მიყვარხარ და თან ეს ბევრია..“

ლოდინით დაღლილი მივყვები ლიანდაგს.
გზა, ვიცი, შენამდე მომიყვანს, სადაც დავდგები სიგარეტის ნამწვებით სავსე ოთახში,
შენს სუნს გამოვიცნობ ყველა სიბინძურიდან,
დავდგები გულწრფელი,
ათასსაშინელებაგადავლილი
და გეტყვი, რომ

ქარის წისქვილებს ჭირდება ქარი,
ნავს ჭირდება ნიჩბები,
ზვავი მხოლოდ დაღმართზე უნდა დაეშვას,
შენს მოკლულს ვერ გააცოცხლებს სხვა, რომ
ღმერთი მამრია და მოწყენილმა შექმნა სამყარო,
ყოველ ნავახშმევს სულს უბერავს მზეს, რომ ჩავიდეს,

რომ არ მასვენებს იმ სულ პირველ მეძავზე ფიქრი,
პირველი ქალი, თავში აზრად რომ გაუელვა
ძებნა დაეწყო იმ ვიღაცის მილიონ კაცში..

შენ ლექსს უფრო ადვილად ამთავრებ, ვიდრე მე..

ვიღაცისთვის წყალი ადიდდება და საკუთარ გვამს მიაცურებს იქ, სადაც ცოცხლად ვერ ბედავდა მისვლას,
გეტყვი, რომ შენ უნდა იყო ჩემთან!

ღმერთი შენ შექმენი. მე გენიოსს გავაჩენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები