ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნარევიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


და როგორც ჩიტთა დაღლილი გუნდი

და როგორც ჩიტთა დაღლილი გუნდი,
შენი ხელები მხრებზე სხდებიან.

მებადური ვარ ულაყი ზღვების,
გუნდი თოლიის  ამყვა ვნებიანს,
შენი დარგული  ალუბალები,
პირგაზაფხულზე აყვავდებიან.

ტალღების თქეშში მეცნაურები,
ნავი სუსტია შენთვის თავნება,
როდის ყოფილა, რომ მებადურმა
შენ ნავის მართვა გადმოგანება.

მეხმაურები ჩემო ძვირფასო,
შენი ხელები მხრიდან ქრებიან,
და როგორც ჩიტთა დაღლილი გუნდი,
პირგაზაფხულზე დაბრუნდებიან.

***
ზღვა კი თავნება მომერია თითქოს თან ვნება,
დამიდის მკლავში და ნიჩბებში იზღავს საწყაულს,
გაშლილი ბადე ისევ უცდის თევზების ხროვას,
შენს ლამაზ სახეს, უსულო ტანს მორიგ სასწაულს.

ზღვა თავნებაა, თან ვნებაა ზღვის ტანგო ნავთან,
მაგრამ ძვირფასო, ვეღარ ვხედავ ტუჩებს ვნებიანს,
შენი დარგული ალუბლების სახლის წინ ჩერო,
პირგაზაფხულზე უსათუოდ აყვავდებიან.

და როგორც ჩიტთა დაღლილი გუნდი ,
შენი ხელები მხრებზე სხდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს