* * *
სუსხით დაფარული ფიქრებია ცაში ნაფლეთ-ნაფლეთ გაფანტული, დგახარ ფანჯარასთან ,ნამტირალევ წვეთებს ულაჯოდ გაშვერილებს ეძებ, დღესაც მარტო იქნები და ამით აღარაფერს გაართულებ - ამბობ. მზე ამოდის ფოთლებიდან შემოდგომასავით დამშეული,
ცივი იატაკის შემხედვარე ფეხებს წინდებისკენ გააპარებ, ფინჯან ყავას მაინც მოიდუღებ, ფრთხილად შემოაკრავ თოვლის თითებს, შენი აივნიდან მომღიმარი მხოლოდ ღრუბლები და ცაა გარეთ, ისიც შემოდგომას გაჰყვება და სადღაც სხვის ქუჩაზე გადაიფრენს,
მოსთქვამს, უცნაურად მოსთქავამს ზეცა, მალე უკანასკნელ ფოთოლს მოგლეჯს ქარი ,საბოლოოდ დაუბერავს შენ კი კალენდარის ნაცნობ ფურცელს ერთი მოძრაობით გადაკეცავ ,ერთი ამოსუნთქვით გინდა მორჩეს მთელი სამი თვე და შენი ყოფა თითქოს უღიმღამოდ გადაფურცლე,
სუსხით დაფარული ფიქრებია ცაში ნაფლეთ-ნაფლეთ გაფანტული, დგახარ ფანჯარასთან არეული, როგორც ყოველთვის და არასოდეს, შენთვის შემოდგომა მიგნებაა ,თითქოს ხელმეორედ დაბადება სუნთქვა პირველ თვეში დაიწყე და ბოლოს ფოთლებივით დაასრულე. მიყვარხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არაუშავს:) 4 არაუშავს:) 4
4. რა კარგიაა :) რა კარგიაა :)
3. ცუდი არაა. + ცუდი არაა. +
2. კარგი ნაწერია. რთულია 20 მარცვლიანი კარგად ააწყო. პატიოსნად გაქვს რიტმი დაცული :) კარგია. რამდენიმე მომენტი განსაკუთრებით. კარგი ნაწერია. რთულია 20 მარცვლიანი კარგად ააწყო. პატიოსნად გაქვს რიტმი დაცული :) კარგია. რამდენიმე მომენტი განსაკუთრებით.
1. შენი აივნიდან მომღიმარი მხოლოდ ღრუბლები და ცაა გარეთ :) ზუსტად ესეთია ჩემი აივნიდან :) სასწაულად კარგი ლექსია განწყობა შემივსო++ <3 შენი აივნიდან მომღიმარი მხოლოდ ღრუბლები და ცაა გარეთ :) ზუსტად ესეთია ჩემი აივნიდან :) სასწაულად კარგი ლექსია განწყობა შემივსო++ <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|