ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


არ ვიცი შენში რა უფრო ფასობს..

არ ვიცი შენში რა უფრო ფასობს
მარტივი ვნება თუ ვნება ქალის,
იდუმალებით როცა მეწვიე
იქ უფრო ვგრძნობდი წმინდა იყავი...

ფრთები გავშალე,მერე რა მოხდა
უკეთესობა ისურვა ღმერთმა,
შენ ადექი და სიტყვა მესროლე
ნეტავი ასე მანამდე გეთქვა.

გაუგებარი ჩემთვის ერთია
ჩემამდე მოსვლა გიძნელდებოდა,
იბრძოდი ჩემთვის,ვიბრძოდით ერთად
და მერე რა თუ ეს მოხდებოდა.

ვადიდოთ თავნი?როცა ამ ქვეყნად
ათასი განცდა გაგვფიქრებია,
გაგვფიქრებია თუნდაც ერთურთის
თითო სიტყვა და ჩაგვღიმებია...

მე შენ ლექსებით რითმად შეგკარი
ყველა სტრიქონი გულით ჩემია,
ჩემია სევდაც და ნატვრის თვალიც
ეს ჩემეულად შენც დაგმჩნევია.

ანგარიშს უწევ საკუთარ თავს და
ანგარიშებში მე ვეღარ მხედავ?..
ნუთუ იოლი იქნება ჩემთვის
ეს მტკიცე,ფიცხი,ჯიუტი ხედვა...

მე სუსტი სულის და მგრძნობიარე
გამოფხიზლებას ვლამოდი შენით,
მე გადმოვცურე ყველა მდინარე
და ნაპირებთან მოვდივარ შენით.

სადამდე მიდის ეს მღვრიე ტალღა
ხასიათებში უფრო იჭრება,
იჭრება რადგან სიშლეგე ჭარბობს
გრძნობებს ხელს უშლის ჩამომწიფებას...

არ ვიცი შენში რა უფრო ფასობს
მარტივი ვნება თუ ვნება ქალის,
თუ ვნება ქალის ასე რთულია
მაშინ მარტივიც ხომ შენს ხელთ არის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები