ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ-ბ
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

საკუთარ თავს

მოდი დავიწყებ.
სხვებს ეგონოთ თითქოს ვბოდავდე.
ძალიან მოკლედ,
ლაიტმოტივს განვმარტავ აქვე.
რომ ჩვენი ყოფა
ძირგამძვრალი არის ქოთანი,
რომ თავგამძვრალი აღმოჩნდება თუ შევცვლით თავქვე.

გაგიზეპირებ,
დაგანახებ მრავალჯერ ნანახს,
ვინც კი არ გვიცნობს ცალი თვალით ნახონ იმათმაც.
რომ ჩვენი ყოფა მოცელილი არის ბალახი
რომ ყოველი დღე თავშექცევა არის მთიბავთა.
რომ ჩვენი ხანა არის ქვიშის საათით ათვლა,
რომ არის ახლოს მიწის გარეთ ლურჯი მიწები,
რომ თავს აგხდიან ცოდვის სკივრს თუ ცოდვათა დავთარს,
რომ როგორც  ჯამში-ლუკმასავით ამოგიწებენ.

მოდი ვიცოდეთ-
ჩვენი გზა გვაქვს, გვაქვს ბეწვის ხიდი.
გასავლელი კი ამ ხიდს იქეთ ფართოა სივრცე.
მოდი ისიც ვთქვათ თუ ვიყიდით ჩვენს თავს ვიყიდით
და თუ გავყიდით, საკუთარ თავს გავყიდით ისევ.

მინდა მოთოვოს და იმდენად დიდია განცდა,
რომ შემოდგომის მიწურულში უთუოდ მოთოვს.
და თუ იმედი ვერ გავთვალე, თუ მიზანს ავცდი,
ავკრეფ და გულზე შემოვიწყობ ქუჩიდან ფოთლებს.

მაგრამ მიწურულს თოვლი მაინც უთუოდ მოვა
თავებს დახრიან ძირს,  ბებერი ხეები ნაძვის.
კარგ განწყობაზე მყოფი ღმერთის სახეა თოვა
და ეს განწყობა, ჩემო თავო, არც ჩვენ არ გვაწყენს.

მოთოვოს მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები