 | ავტორი: ხატუსი ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2014 |
იცი?.. დაგავიწყდი მგონი, მცივა, აღარ მომდის სითბო. ისე მეტირება სულელს, თითქოს სულ პატარა ვიყო. ძილი გაეპარა თვალებს, ვხედავ შორს გაქცევას ცდილობს, ისე მეშინია ღამის , თითქოს სულ პატარა ვიყო. ფიქრმა შეაშფოთა აზრი, სული აფეთქდება ვშიშობ, ახლა ისე მინდა შენთან, თითქოს სულ პატარა ვიყო. იცი? ! ამ გაყინულ ხელებს შენი სიყვარულით ვითბობ... მოდი ჩამიკარი გულში, თითქოს სულ პატარა ვიყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სუსტია ძალიან. წარმატებები. სუსტია ძალიან. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|