ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2014


**********

ფიქრმა გაარღვია ჩემში
ჩაკირული ბნელი მოგონება,
ვგრძნობ რომ გაფერადდა ყველა
შთაგონება გულში დანისლული.
დრომაც გადაფარა შავი ბნელეთიდან
თავს რომ მაგონებდა წარსულის არითმიას-
თეთრი ღამეებით დატვირთული.......
ახლა ყველაფერმა
სიცოცხლის ხალისი დაიბრუნა,
სარკეც იღიმება როცა ჩავიხედავ გამანჭული.
ერთი უბრალო დღეც
ისე სიყვარულით მეჩვენება,
მთვარეც არ ბნელდება
საუცხოოდაა გაბადრული.....
ასე ადვილია სულის განკურნება
სულის დაკოდილის,
ვხვდები სიცოცხლეზე
ბევრად უკეთესი სხვა რა სანატრია.
უკან მივიხედე თვალი გადავავლე
კადრებს წარსულიდან,
ჩემთვის ჩამეღიმა
როცა დავინახე გონი დამკარგვია.
ყველა დასასრულის დასაწყისი
ადრე გამეგო და აქ ვჩერდები,
რადგან უკვე ვხვდები მჯობნი ღალატია.
ჰოდა უგონობას უხვად მივაყარე
მიწა წარსულიდან,
მივხვდი სხვა დრო დადგა
და ამ დროებაში სულ სხვა საათია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები