-როგორ მინდა გავფრინდე.... ჰაერში ავიჭრა.... და „ფრთები“ გავშალო... რომ იცოდე როგორ მინდა.... -ამბობდა ის.. ამბობდა და თან თვალები უნათებდა. -წარმიდგინე, რომ ჰარეში ხარ.. წარმოდგენა შეგიძლია? -მე არ მაქ მსგავსი წარმოსახვა, მაგრამ წარმომიდგენია.. ეხლაც გიყურებ და ვგრძნობ რასაც ამბობ... და ეს მომწონს... მომწონს რომ აფრენ შენებურად. იჯდა ორი მეგობარი ერთ-ერთ კაფეში და საუბრობდნენ.. ზაფხული იყო.. ცხელოდა და თან ცივ ყავას მიირთმევდნენ. - წარმოიდგინე.. ჰაერში, აიჭრები.. და ნიავი... ნიავი,რომ გეალერსება..რომ გეფერება.. იქ ზემოთ ამ დროს შენ თავისუფალი ხარ!!! შენი თავის უფალი... პატრონი. გააგრძელა ნინიმ.. - მე ვაფრენ? ვიცი..., რომ არ გავაფრინო და ამ სამყაროს ისე შევხედო როგორიც არის... ისეთივე გავხდები... როგორიც სხვები... მე კი არ მინდა ვიყო.... არ მინდა ვიყო ვინმეს მზგავსი... მომრავლდნენ ასლები... ორიგინალი კი დიდი ფუფუნებაა დღესდღეობით და ოდითგანვე ეგრე იყო. მაგრამ ეს სიცივე..ეს სიცივე მკლავს...
-ხო... , მაგრამ ხშირად გვიწევს იმ „სხვები“ -ვით მოქცევა.. კარგია, რომ გინდა იყო შენ და არა სხვა... ეს დიდი რამაა.. მაგრამ არასდროს არ უნდა დაკარგო ეს შემართება.. არასდროს არ უნდა შეგეშნდეს.. არ უნდა დანებდე ცხოვრებას... ცოტა უკმაყოფილო სახით შეხედა მეოცნებე ნინიმ.. თათიას.. - გვიწევს? არა .. უბრალოდ გარემოებები გვიქმნის იმის პირობებს, რომ მოვიქცეთ ისე როგორც საზოგადოების უმრავლესობას სურს... ჩვენი განსხვავება არ აკმაყოფილებთ და ამიტომ . იცი მეშინია.. მეშინია, რომ ოდესმე სხვაში ჩემი ... ჩემი თავი ამოვიცნო... დავინახო.. ეს მაშინებს.. შიში საკუთარ თავთან შეხვედრის... არ არის მარტივი რამ. -გეთანხმები... -თავის დაკვრით მიუგო თათამ-, მაგრამ ნუ გეშინია.. უნდა გაუმკლავდე... სწორედ ესაა ცხოვრების წინააღმდეგობა.. სხვადასხვა სახით გვევლინება.. უნდა გავუმკლავდეთ, გავუძლოთ და გადავლახოთ!!! თუ გაგიჭირდება და გაჩერდები.. დამიჯერე შენ.. გადაგთელავენ... ცხოვრება თვითონ გადაგივლის ! უნდა ვეცადოთ,რომ უფრო მეტად ავიაროთ აღმართზე.. ვიდრე დავეშვათ.. ეს კი საკმაოდ რთული თუმცა სასიამოვნოა. რამდენი დაღმართია... მაგრამ აღმართი ნაკლებად.. რთულია.. რთული... - მინდა გავფრინდე... ცასა და მიწას შორის ვიფრინო დაღლამდე... იციი.. დაუღლელად ვიფრენდი... აქ.. აქ ამ მიწაზე მარტო ვარ... თითქმის არავინ არ მყავს.. ხალხს მზერაც კი სიყალბე შეეპარა.. აქ არაა სითბო და არაა სიკეთე... მხოლოდ სიცივეს თუ იგრძნობ... გუდაწყვეტილი და იმედ გაცრუებული ჩანდა.. ნინი.. ცხოვრებას ზედმეტად დაეტანჯა იგი.. დაქალი კი გამხნევებას ცდილობდა... ცდილობდა გვერდში დადგომოდა და იმედი ჩაესახა. - ეცადე ხალხში ის ცეცხლის ნაპერწკალი იპოვო და შემდეგ გაღვივო... ხელები აქეთ იქეთ შემოაფარე და გააღვივე... ისევ შენ უნდა ეცადო , ისევ შენ თუ დაანთებ შენს ირგვლის სითბოს და სიყვარულს... ხალხი ისრუტავს სიბოს.. სიყვარულს და უკან არ აბრუნებს.. მხოლოდ სიცივეს აფრქვევენ... თუ რამეს კარგს გაიგონებ ... ამასაც გულგრილად ამბობენ. - თათია...კი, მაგრამ რამდენჯერ არ ვცადე... რამდენჯერ გადავაბიჯე სიამაყეს სწორედ სითბოსთვის და ... სამწუხაროდ მეოთხედიც კი ვერ მივიღე... შენც ხომ იცი. დავკარგე აზრი აქ ყოფნის. მინდა დავტოვო ეს ცივი სამყარო.. ეს გაყინული გულები... მხოლოდ შენ თუ გადაგიშლი გულს და გაგიმხელ ჩემს გულის ნადებს.. დარდს თუ სიხარულს.. მადლობელი ვარ ამისთვის. - კი ვიცი... ვიცი.... ჩემი იმედი მუდამ უნდა გქონდეს... მე თუ არა სხვას ვის უმდა ენდო... მეც ისე თავისუფლად ვარ შენთან... ისე აგყვები ხოლმე ფიქრებში.. ოცნებაში... იცი ... შენ მასწავლე ოცნება! ხო.. ხო... სწორედ შენ.. აქამდე მხოლოდ საქმეზე ვფიქრობდი... არანაირი მომავალი და არაფერი „სხვა“ ვგეგმავდი ყოველ დღეს.. და ასე ვცხოვრობდი... შენ კი... ოცხნებ ამსწავლე.. მასწავლე აღქმა თითოეული წამის.. ტკბობა... ნატვრა... იმის დანახვა რასაც აქამდე ვერ ვხედავდი... რასაც სხვები ვერასდროს ვერ ჩაწვდებიან... -გულწრფელად მიუგო დაქალმა სასოწარკვეთილ ნინის. - როგორ მიყვარხარ... ( თითქოს ეს სიტყვები გულიდან ამოახეთქა..) აი ახლა ამ სიტყვებისთვის.. ისე ავივსე სითბოთი და სიყვარულით... ცრემლებსაც ვერ ვიკავებ ხო ხედავ ... ღმერთს მადლობა რომ შენ მყავხარ... შენ თუ გაგანდობ ჩემს სიგიჟეს... ოცნებას... ფიქრებს.. ასეთი გაფრენილი მარტო შენ იცი როგორი ვარ... სხვამ რომ გამგოს გიჟად ჩამთვლის და სალაპარაკო არ მოაკლდებათ.. ასეა.. განსხვავებულებს.. და განსხვავებულ აზრს ქვებს უშენენ.. -მეც მიყვარხარ... სწორედ ასეთ გჟი რომ ხარ იმიტომ... და არ მიაქციო სხვებს ყურადღება.. იყავი ისეთი როგორიც ხარ... დაე ბოლომდე გაიხსენი მათთან ვინც კი გაგიგებს და შენთან ერთად გააფრენს! მინდა შეგხვდეს ადამიანი რომელიც შენს ნამდვილ სახეს დაინახავს... იმას რასაც მეც კი ვერ ვხედავ... მინდა ბოლომდე აიჭრა მასთან ერთად ცაში და თავისუფლება ჰპოვოთ... ავსებდეთ ერთმანეთს... ამას შენ იმსახურებ ჩემო მეგობარო.
გადაეხვივნენ ერთმანეთს.. აცრემლებულ თვალებს იწმენდნენ.. თან და უღიმოდნენ ერთმანეთს.
-მადლობა... თქვა ნინიმ.. დუმილის შემდეგ. -თუმცა არ ვიცი.. არის კი ამ ქვეყნად ჩემი ... ჩემი მეორე ნახევარი. ვინ გამიგებს ან ვინ შეიყვარებს ამ ჩემს სიგიჟეს... მეშინია, რომ ისე ვერავისთან ვერ გავიხნები როგორც საჭიროა... -მოვა მაგის დროც... ჯერ ადრეა . ცოტა ხნის შემდეგ კი დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მეოცნებე გოგონა კვლავ ოცნებას და ფიქრებს მისცემოდა.. : მე მაინც გავფრინდები.. არ ვიცი როდის მაგრამ ... გავფრინდები.. ამაში დარწმუნებული ვარ!!! ის ადამიანი...? ის ადამიანი კი არ ვიცი გამოჩნდება თუ არა ჩემს ცხოვრებაში... ის ვინც მე ნამდვილად გამიგებს... კი შესაძლოა გამოჩნდეს.. მაგრამ თუ დარჩება ჩემთან.. ეს უკვე სხვა თემაა... რადგან .. ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში... ახდენენ რაღაც დოზით ზეგავლენას.. გვცვიან თუნდც მინიმალურად და მიდიან... დრო მიდის და ამას ვერ შევაჩერებთ. მთავარია ის დარჩეს ჩვენთან ვინც ჩვენთვის ძვირფასია.. ვინც სულით მონათესავე რასაც ჰვია... ეს კი იშვიათობაა. ვინ იცის იქნებ ბედმა გამიღიმოს ... ამ ფიქრებში გართულია და უკვე მიუახლოვდა სახლის სადარბაზოს. უკვე გვიანია... ნინიც ძალიან დაღლილია.. მას ელოდება ოთახი სადაც ცარიელი საწოლი ბალიში.. ეს უკანასკნელი.. რამდენჯერ ყოფილა მისი ცრემების მომსწრე.. ვინ იცის..რამდენჯერ ყოფილა დარდის გამზიარებელი. დაწვა და დაიძინა.. გაეშურა იმ სამყაროში სადაც მხოლოდ ილუზია სუფევს.. იქ სადაც ადამიანი თავისუფალია.. მის ფანტაზიასა და წარმოსახვაში.
გათენდა.. მზიანი ამინდია.. დარეკა მაღვიძარამ... ადგომის დროა... ნინიმ გათიშა მაღვიძარა და მოიფშვნიტა თვალები .. წამოდგა.. გადაწია ფარდები.. გამოაღო ფანჯრები... შევიდა აბაზანაში ხელ-პირი დაიბანა.. კბილები გაიხეხა.. ჩაიცვა.. გაასწორა საწოლი .. ისაუზმა და გავიდა სახლიდან. დილით ამ დროს ტრანსპოტი ყოველთვის გადატვირთულია.. ყვლას სადღაც მიეჩქარება... ზოსგი სამსახურში.. ზოგი სკოაში.. ზოგი კი ნინივით უნივერსიტეტში. რა კარგი ამინდია.. მცირეოდენი ღიმილიც კი ამშვენებს ადამიანს და პოზიტივს მატებს ირგვლივმყოფებს, მაგრამ ყველა საკუთარ პრობლემაზე ჩაფიქრებული დაიარება. -გამარჯობა... უცებ ვიღაც გამოელაპარაკა ნინის. რომელიც უნივერსიტეტის პირველ სართულზე იმყოფებროდა და კედელზე გაკრულ დიდ ცხრილს შესცქექოდა. -გაგიმარჯოს.. -ხომ არ იცი რომრლ კაბინეტში გვაქვს გეოგრაფია? -კი ..218-ში...ეხლა 5 წუთში დაიწყებაექცია... -ხო..მადლობა.. რა გქვია? -ნინი -მე ლაშა... სასიამოვნოა .. პირველკურსელიხარ ხომ? -სასიამოვნოა... კი პირველკურსლი ვარ.. - წინა დღეს შეგამჩნიე.... 304 კაბინეტში . წამოდი.. ლექციაზე არ დაგვაგვიანდეს... ჩამკიდა ხელი უცებ და... ჩქარი ნაბიჯებით გეეშურნენ 218 კაბინეტში... ნინის უცნაური მაგრამსასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. ამ დღის შემდეგ.. ერთად დავდიდნენ ლექციებზე.. დამეგობრდნენ... ერთად ვმუშაობდნენ კონსპექტებზე . დრო გადიოდა და უფრო უკეთ უგებდნენ ერთმანეთს. როცა ნინი სასწავლებელში დადიოდა.. თათია მუშაობდა.. ბანკში მოლარე-ოპერატორად. ერთმანეთს იშვიათად ნახულობდნენ, თუმცა სოციალური ქსელებით და მობილურით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ლაშამ ნინის საკუთარი სამეგობრო წრე გააცნო.. ეს დათრგუნული .. სამყაროზე გულდაწყვეტილი გოგო გამოიყვანა ნელ-ნელა მდგომარეობიდან.. შაბათ-კვირას ერთად ატარებდნენ.. მეგობრებთან-ჯგუფელებთან ერთად ლაშქრობებზე დადიოდნენ.
ლაშა ენერგიული.. თბილი და გულიანი ადამიანი აღმოჩნდა.. სიცოცხლის მოყვარული. ნელნელა.. ნინი იხსნება.. მასთან და ხვდება ,რომ არც თუ ისეთი ცუდი ყოფილა სამყარო.. ---------------------------------------------------
ჰაერში...(2 თავი) დრო გადიოოდა და ს ორი ადამიანი ერთმანეთს ნელ-ნელა უახლოდებოდა. ერთ დღეს არ ჩაუვლია წინა დღის მზგავსად.. პირიქით.. ცდილობდნენ განსხვავებულად გაეტარებინათ დრო და ახერხებდნენ ამას. ცდილობდნენ ის ორიგინალურობა შეენარჩუნებინათ რაც ხიბლავდათ.. მათ ესმოდათ ერთმანეთის.. უსიტყვიდ.. მიმიკებით გამოხატავდნენ თითოეულ შინაგან სულისთქმას. ლაშას ნინის ცხოვრებაში დიდი შუქი შეეტანა.. როდესაც ეს გოგო თავის ბედზე ჩიოდა.. რდიაგანიცდიდა სიყვარულის ნაკლებობას.. ჩამქრალი და დადარდიანებული ჩანდა. დღეს კი ანათებს.. უბრწყინავს თვალები.. დედას შეემჩნია ეს ცვალებადობა და ცდილობდა მიზეზი გაერკვია. სასწავლებლიდან მოსულმა ნინიმ აკოცა დედას რომელიც კარებთან შეეგება . -დედა მოხვედი უკვე?! -კი დე.. როგორ ხარ? -კარგად შვილო.. შენ.. დღემ როგორ ჩაიარა? -კარგად...- გაეღიმა თავისთვის.. თითქოს რაღაც გაახსენდაო. -კარგია. გშია ხომ? ხლავე გაგიწყობ.. და გასადილებ. -არა მადლობა.. არ მშია. -რატო? მაშინ ჩაი დლიე.. ტორტთან ერთად.. -რავიცი არ მშია.. კარგი შენი ხათრით ცოტას შევჭამ ტორტს ჩაისთან. დედას გაუ ხარდაებ და გაიფიქრა.. გამოვკითხავ იქნებ სიხარულის მიზეზიც გავიგოო.. ნინიმ ტანსაცმელი გამოიცვალა.. სახლის სპორტულებში გამოეწყო.. წამოწვა საწოლზე.. ისვენებს. -ნინი.... მოდი დაგისხი ჩაი.. ნინი წამოდგა და შევიდა სამზარეულოში. -უშაქროა ხომ? -კი.. ვიცი რო ვერ სვავ შაქრიანს. პიტნითაა.. გაიღიმა.. ვიცი გიყვარს.. თან დაგამშვიდებს. სტრესს ხსნის. -ხო.. რა კარგია. მადლობა -შეგერგოს... -მმმ.. რა გემრიელი ტორტიაა.. -მოგეწონა? ახალი საცხობი გასნეს და იქ ვიყიდე.. მეც მომეწონა. -ხო შევნიშნე რაღაცას რომ ხსნიდნენ.. გემრიელია. აწი აქ ვიყიდოთ ხოლმე. -რა ხდება სასწავლებელში? -ჩვეულებრივ.... უკვე გავიცანი ჯგუფელები.. ლექტორები. -კარგია. მალე შენი დაბადების დღეა.. ალბათ დაპატიჟებ მეგობრებს ხომ?! -ხო... რა მალე გავიდა დრო. მოვიფიქრებ,ამაზე არც მიფიქრია. კოლოქვიუმი თუ არ მექნება ავღნიშნოთ. -ხო თან ხომ უნდა ვიცნობდე შენს სამეგობროს.. -ნუ ნერვიულობ ყველანი კარგები არიან. ხო იცი მე როგორი ვარ.. ჯერ ვაკვირდები მერე კი ვუახლოვდები ისე არ შემიძლია. -ხო.. ხო.. ეგ კარგა. თუმცა ესეც არ შეიძლება. მირთვეს ტორტი.. დედამ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო.. ნინი გავიდა ოთახში სამეცადინოდ. დაჯდა სამეცადინო მაგიდასთან.. გახსნა ლეპტოპი... გადახედა თან ცხრილს.. ამოალაგა წიგნების დასტა.. დაალაგა რიგრიგობით. ჩაირთო ლეპტოპი ნახა შემოსული ესემესები ..ლაშას მოეწერა. სწრაფდ ჩაიკითხა და პიწერა პასუხი. დაკეცა და დაიწყო მეცადინეობა. ნინის დაბადების წინა დღე იყო.. უფროსწორედ საღამო.. მშვიდი .. წყნარი.. არაფრით გამორჩეული. თითქოს არაფერი ხდება.. მამა საინფო მაციოს უყურებბს.. დედა კომპიუტერთან მუშაობს. ნინი კი ისევ რაღაცას აკონსპექტებს. შუაღამისას როცა საათის ისარი 1 წუთით გადასცდა ... კარზე ზარია.. -ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას? (ნინის მამა) -მოიცა გავაღებ.. (ნინის დედა) იღება კარი და ოთახი სულ უფრო და უფრო განათდა... უზარმაზარი ტორტი.. სანთლებითა და შუშხუნებით მორთული.. და საიუბილეო მისალოცი სიმღერით.. საჩუქრებით.. შემოვიდნენ.. ნინის მეგობრები.. თათა, მარი, ლაშა, ზუკა..ელენე.. ნინის ოთახისკენ გაიჭრნენ.. ნინი კი აღფრთოვანებისგან ცრემლებს ვერ მალავდა.. ჩაიფიქრა სურვილი.. წამი თითქოს გაჩერდა.. ამ წამში გასულმა წლებმა კადრებივით გაიარეს მის გონებაში.. და შეუბერა სული.... ჩაქვრა სანთლები... უკლებლივ.. იმის იმედით, რომ ასრლდება მისი სურვილი. გადახვიეს გადკოცნეს ნინი.. კიდევ ერთხელ მიულოცეს. ეს იყო მისი ბედნიერების წუთები.. მას ასე არასდროს არ გახარებია თავისი დაბადების დღე. -როგორ გაგახსენდით.. როგორ შწუხდით.. ?! .. თან ცრემლებ იწმენდდა.. -როგორ არ გაგვახსენდებოდა.. შენ ჩვენ ძალან გიყვარხარ! რა შეწუხებაა შენ მეტს იმსახურებ.. (უთხრა თათამ) -მართალია რთულიცდები გამოვიარეთ ეხლახანს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია არ ვივიწყეეებთ!!! (თქვა მარიამმა და ჩაეხუტა მეგობარს). -რა კარგები ხართ!-გახარებუმა ნინის დედამ ვერ დამალა ემოცია.-აი მეგობრებიც ამას ქვია! გაიხარეთ ბავშვებო!!! იმ ღამესვე აღნიშნეს დაბედების დღე.. მოილხინეს... დაიშალნენ.. თათა და მარი დარჩნენ ნინისთან.. გათენდა დილა.. წინა ღამეს მიღებული სასმელის გამო თავი უსკდებოდა სამივეს... ოთახის კარი გაიღო 1-2 კაკუნის შემდეგ და შემოდის ნინის დედა.. ფოდნოსით.. რომელზეც დილის საუზმე ლამაზი გაფომებით დაელაგებინა. -დილა მშვიდობისა გოგოებოო.. -დე... მოიფშვნიტა თვაები და გაუღიმა დედას.. -დედი გილოცავ ჩემო გოგო კიდევ ერთხელ- აკოცა შუბლზე.. დადო ფოდნოსი. -გემრიელად მიირთვით.. და გავიდა. - რა კარგია... ნეტა ცხოვრებაც სულ ასეთი მშვენიერი იყოს როგორც ის საათები რაც მე თვრამეტის გავხდი! -ასე იქნება ჩემო ლამაზო.. მთავარია ეს ირწმუნო და გზა დაუთმო ბედნიერებას. თქვა მარიმ და წამოიწია ყავის ასაღებად. -ოღონდ თავის ტკივიმა გადამიაროს და მეტი არაფერი მინდა.. თქვა თათამ. -რა დროს თავის ტკივილია... ხვაე ნახე შენ..... (ნინი) -აუ ხოო... დღესაც ვსვაავთ არაა,,, ??! -ყველაფერი ეხლა იწყებაა.. –(მარი) შუადღისას გოგოები სალონში ჩავიდნენ.. ნინის სახლთან ახლოს. გაიკეთეს მაკიაჟი.. მაინკური-პედიკური.. ვარცხნილობა. მოკედ ემზადებიან . ნინის დედა სახლს ალამაზებს და სუფრას ავსებს სხვადასხვა გმრიელობებით. სახლი შეივსო სტუმრები მომრავლდნენ.. იუბილარს საჩუქრებით ანებივრებენ. ყველა მასთანაა.. ვინც კი უყვარს.. და იგი უზომოდ ბედნიერია. სვამენ... ცეკვავენ.. ერთობიან... დაღამებისას ლაშამ აივანზე გაიყვანა ნინი.. რომელსაც წინ არაჩვეუებრივი ხედი გადაეშალა.. უზარმაზარი ფეიერვერკი... -რა სილააზეა... -ნინი.... - ნინიმ შეხედა ლაშას.. თვალი თვაში გაუყარა... -მიყვარხარ... -მეც მიყვარხარ.. -არა... მე მიყვარხარ ისე როგორც არავინ.. არსდროს.. -ნინი დუმს.. -იქნები ჩემი შეყვარებული? ნინი დაიბნა მაგრამ შინაგანად სითბო იგრძნო.. დადებითად დაიმუხტა.. და თანხმობის ნიშნად გაუღიმა.. ჩაეხუტა.. არც თუ ისე დიდი ხნისუ მანძილზე.. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. პირველივე მათი შეხვედრა იდუმალი გრძნობით იყო განმსჭვალული. საოცრად იზიდავდნენ ერთმანეთს. ამ პატარა მეოცნებე გოგოს გამოუჩნდა ადამიანი რომელმაც შეიცნო იგი.. გაუგო და შეიყვარა.. მისი დებითი და უარყოფითი თვისებებით. ცოტა ხანი განმარტოვების შემდეგ.. კვლავ სტუმრებს შეუერთდნენ... უფრო დიდი ენთუზიაზმით. ნაწილი სტუმრებისა წავიდნენ.. ნაწილი კი ცეკვავდა და ერთობოდა. ამ დროს კი ზარია კარზე.. ნინი აღებს კარგს და.... დათო ყვავილებით. ნინის ბავშვობის მეგობარი.. რომელსაც უსაზღვროდ უყვარს იგი.
ჰაერში...( 3 თავი)
-გილოცავ ნინი დაბედების დღეს... ეს შენ... -დიდი თაიგული გაუწოდა.. წითელი ვარდებით შევსებული. -მადლობა... რატო შეწუხდიი... -დაბნეული და გაოცებული ნინი უყურებდა უამაზეს თაიგულს. -ბოდიში.. გაუფრთხილებლად შემოგეჭერი.. ძალიან მინდოდა მენახე და მომელოცა.. -არა რა ბოდიში.. შემოდი.. რამდენი ხანია არ მინახიხარ.. - მიიღო სტუმარი, თუმცა.. ჩაფიქრებულიყო. - ხო.. რავიცი.. ვერ ვახერხებდი... გამარჯობათ..-მიესალმა ა იქ მყოფ ნინის მეგობრებს.. - გაიცანით.. ეს დათოა. ჩემი ბავშვობის მეგობარი. -სასიამოვნოა... -თქვა ლაშამ და ხელი ჩაოართვა დათოს. -დათო.. ეს ლაშაა... ჩემი შეყვარებული. - ლაშამ თავი დაუქნია .. გაუღიმა და შეუერთდა სუფრას. მხიარულებამ გვიანობამდე გასტანა.. იუბილარი კი ფიქრებს მიცემოდა... დათოს ასეთი გამოჩენა უცხო აღმოჩნდა მისთვის... თანაც ვარდებით... გამოჩნდა მაშინ... როდესაც ლაშას შყვარბული გახდა... თან ამდენი ხანი არ ენახა.. ერთ დროს კარგი მეგობრები თითქოს გაუცხოვდნენ... კი ხდება ხოლმე.. ცხოვრებაა ასეთი.. ერთმანეთს გვაშორებს და გვოაუცხოვებს, ზოგი მიდის... ზოგიც რჩება, ზოგიც ახალ მეგობრებს იჩენს.. ამას ვერ აკონტროლებ.. ეს დღევანდელობაა.. ეს ცხოვრებაა.. მთავარია ადამიანმა შენი ადამიანობა.. შენი მეობა არ დაკარგო.. სხვას კი ვერ შეცვლი.. დროს ვერ გააჩერებ... ვერ შეუცვლი მექანიზმს. ასეთ ფიქრებში გართუმა ნინიმ.. გააცილა სტუმრები დიდი მადლობებით და გაეშურა დასაძინებლად.
დილას ნინი ისევ მაღვიძარამ გაღვიძა ... სწრაფად წამოდგა.. მოწესრიგდა.. გაემზადა... და გავიდა გარეთ. ტრანსპორტში ჩაჯდა და ამ დროს მობილურში მესიჯი...: „ დილამშვიდობისა... იმედი მაქვს ცოტა მაინც გამოიძინე.. მალე გნახავ. მიყვარხარ :* “ -ლაშა. - ნინის სასიამოვნოდ გაეღიმა.. და პასუხიც დაუბრუნა.. „დილა მშვიდობის... კი ცოტა.. მაგრამ თავი მისკდება... მეც მიყვარხარ. დროებით :* “
ლექციების მერე.. გასასეირნებად გავიდნენ.. წინ ლამაზი სკვერი შხვდათ და დსხდნენ. -როგორ ხარ..ისე მომენატრე.. და ჩაიკრა გულში.. ლაშამ ნინი. -მეც... მეც... კიდე კარგად ვარ.. წვეულების მერე სასწავლებელში ... უცებ.. ცოტა რთული მომენტია. -ხოო.. არ თქვაა ... გეცინა. -დათო ვინ არის.. აქამდე რატომ არ ვიცოდი? -ბავშვობის მეგობარია.. შენ კი არა მეც ლამის დამავიწყდა... გავოგნდი გუშინ,რომ მოვიდა.. მომილოცა. -ეხლა რატო გაახსენდი? ან რატომ დაივიწყეთ ერთმანეთი? -არ ვიცი.. ასე მოხად. ჩემი სახლის მოპირაპირე სახლში ცხოვრობს.. კარგი ურთიერთოა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს.. ბებიაჩემი და ბებიამისი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ჩვენც დავმეგობრდით. მერე რავიცი რა მოხდა.. დროდადრო ვეღარ ვიცლიდით ერთმანეთისთვის.. ხო და ამდენი წლის მერე მოდის და მილოცავს.... არ ვიცი.. -ხო.... გასაკვირია... - ცოტა უკმაყოფილება დაეტყო ლაშას სახეზე. - რა მოგივიდა.. რა გჭირს? -არა არაფერი. - ნუ ფიქრობ ნურაფერზე... მე ძალიან მიყვარხარ.. და ეს არის მთავარი. ამაზე იფიქრე.. სხვა უმნიშვნელოა! -მეც ძალიან მიყვარხარ.. უბრალოდ არ მინდა ჩვენი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას რამემ ან ვინმემ ხელი შეუშალოს. მგონი ხვდები... მე შენ არ დაგთმობ. - კიდევ უფრო მეტად ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ასე ისხდნენ... ჩუმად და უსიტყვოდ.. მხოლოდ მათი დულების ძგერა ისმოდა. მათი სულები ერთმანეთს ეფერებოდნენ.. თითქოს ერთმანეთში შეაღწიესო. რამოდენიმე დღიე შემდეგ... ნინი ბრუნდება სახლში და... სახლში სტუმარი ხვდება.. -დედა მოხვედიი?! ნახე სტუმარი გყავს.. დათომ შემოგიარა. -დათო? -გაოცდა ნინი -ნინი როგორ ხარ? -კარგად შენ? მოხდა რამე? -არა.... უბრალოდ შენთან საუბარი მინდა... - კარგი.. ეხლავე დავდებ ჩანთას და გამოვალ. - არ მოელოდა ნინი დათოს კვლავ ასე გამოცხადებას. - ყავას დალევ? - თვითონ იმზადებს.... - კი მადლობ... - აბა .. რა ხდება? -გახსოვს ადრე... სულ ერთად ვატარებდით დროს.... ისე მომენატრა ეს დრო... -კი მახსოვს.. მაგრამ ბუნდოვნად. იმის მერე დიდი დრო გავიდა.. ერთმანეთი დავკარგეთ და გავუცხოვდით.. შევიცვალეთ. -ხო... მაგრამ ხომ შეიძლება კვლავ.. ისევ .. აღვადგინოთ? - არა.. ცხოვრება იცვლება.. ადამიანებიც. მაშინ სხვა დრო იყო.. მაშინ ბავშვები ვიყავით.. გულუბრყვილო ბავშვები. გარემო პირობები შეიცვალა. არ შეიძლება ასე უცებ მოხვიდე და მოითხოვო წარსულის დაბრუნება. -მე ხომ მეგობრობის აღდგენა მინდა... - არა. იცი რა არის მეგობრობა? იცი საერთოოდ? ის არაა უცებ დაკრა ფეხი და წახვიდე.. არა .. არ უნდა მიატოვო მეგობარი არც სიხარულში და არც გასაჭირში... გამიგე? -მე ცომ აქ არ ვიყავი... -მე არაფერი არვიცოდი.. არსებობდა საშუალებები რითც გამაგებინებდი მაგრამ ..... მოკლედ. მე არ შემიძლია. მე მყავს ისეთი სამეგობრო რომ ვიცი არ დმტოვებენ მარტოს.. შენსავით! მათი იმედი მაქვს.. მათ კი ჩემი. ადამიანი საიდანაც წამოხვედი.. იქ არ უნდა დაბ უნდე... უნდა მოიხურო უკან კარი და წინ გააგრძელო სვლა. -მესმის.... მაპატიე.... -არაფერია. -ის... ლაშა გიყვარს მართლა? -კი მიყვარს! რატო გადარდებს? რამ გაგახსენა? - ჩაეძია ნინი.. - ისე უბრალოდ. სად გაიცანი? - უნივერსიტეტში.. როგორ მიკვირს ამდენი ხნის მერე რომ ჩემ ამბავს მეკითხები.. ნეტა მართლა თუ გაინერესებს...- ირონიიით უპასუხა. თანაც შინაგანად გაკვირვებულია მისი ასეთი საქციელით. -გასაგებია.. კარგი .. მაშინ მე წავალ.. - ყავაც არ დაგილევია... -მადლობ აღარ მინდა. ნახვამდის. ნინიმ დახურ კარი და ჩამოჯდა.. რა იყო ეს? რისთვის მოვიდა...
დრო გადიოდა და ეს ორი ადამიანი უფრო მეტად ძიერდებოდა და იჟღინთებოდა სიყვარულით... დათო კი შორიდან აკვირდებოდა მათ... ასე შეუმჩნევლად.. და ბოღმა ახრჩობდა... ერთ დღესაც... თავს უძლურად გრძნობდა და ნინი სახლში დარჩა.. ლაშა ნინისთან ასვლას და მონახულებას აპირებდა. წინასწარ შეუთანხმდა... ლექციების მერე გამოგივლიო. მაგრამ... ლექციების მერე.. ლაშა გამოვიდა თუ არა.. დახვდა დათო. -ლაშა... -დათო? აქ რა გინდა? ნინისთან მოხვედი? -არა.. ნინისთან არა.. შენთან... სალაპარაკო მაქ. -ჩემთან? შეენ? მე არაფერი მაქ შენთან საერთო და სალაპარაკო მითუმეტეს. წავედი მეჩქარება. -მოიცა.. სად გარბიხარ? ვინმეს უნდა შეხვდე? - ირონიულად უთხრა და გვერძე გაიხედა გოგოებისკენ. - შენი საქმე არაა.. ვაფშე რისთვის მოხვედი? -ნინიზე უნდა გელაპარაკო.. -------------------------------------------------------- 4 თავი
-წამო გავიაროთ.. დავჯდეთ სადმე. -თქვა ლაშამ და იქვე ბარში შევიდნენ. -რას მიირთმევთ? - მიმტანი გოგონა მოვიდა. -ლუდს... დათო შენ? -მეც... ლუდს.. -ახლავე მოგართმევთ.. -მომღიმარი მიმტანი წავიდა შეკვეთის მოსატანად. -ლაშა.. რაღაც მინდა გითხრა... ნინი მე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.... -დათო... -გააწყვეტინა საუბარი. - ვიცი შენ და ნინი ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში კარგი მეგობრები იყავით, მაგრამ არ გაქვს უფლება, ჩაერიო ჩვენს ურთიერთობაში და იცი რატომ? შენ დატოვე ეს გოგო შენი ყურადღების გარეშე.. მეგობარი მიატოვე.. ასე არ იქცევიან .. მე კი მაინც ჩემსას გეტყვი.. ნინი ის ადამიანია რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია.. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.. ამის მტკიცებას არ ვაპირებ არც შენთან არც არავისთან.. ჯიგრულად გამიგე. პირველი მტერი მე ვიქნები იმისი ვინც მას აწყენინებს. ამიტომ შენც ეცადე თავი შირს დაიჭირო თუ რამე არ მოგწონს მითხარი. აქ ვარ და პასუხსაც გაგცემ.. -ძაილან კარგია თუ მართლა ასე გიყვარს , მაგრამ მე არ გავეკარო რას ქვია? მართალია მივატოვე .. წავედი .. ამაში დამნაშავე ვარ მაგრამ ახლა .. შემიძლია მისი გული მოვიგო.. -დათო.. არ გინდა ეს გულის მოგება და ბანალურობა. ნინის ცხოვრებაში გაჩნდა მამაკაცი... რომელიც უყვარს... ხო და მორჩა. არანაირი გულის მოგება. მხოლოდ გამარჯობა გაგიმარჯოს. მეტს აღარ გავიმეორებ. ამასაც იმიტომ გიხსნი, რომ მისი ყოფილი მეგობარი ხარ. მიმტანმა ლუდი მოიტანა.. -გმალობთ! ბარემ ანგარიშიც თუ შეიძლება.. -ეხლავე.. -გეშინია არ წაგართვა? -შიში არაფერ შუაშია... ადამიანმა უნდა აცადო ადამიანებს ბედნიერება! აღარ გავიგო, რომ კიდევ სახლში მიაკითხო.. ან მზგავსი რამ. მერე სხვანაირად დაგელაპარაკები. - გეშინია.. რა იყო არ ენდობი? გგონია ძველს ამჯობინებს... -ჩაიცინა ირონიულად. -თქვენი ანგარიში... -ინებეთ.. ლაშამ ფული მიაწოდა. -არ იყო საჭირო.. მე დაგპატიჟებდი. -შენი პრობლემა რაშია იცი დათო? შურიანი და ბოღმით სავსე ადამიანი ხარ... მე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვე.. სამწუხაროა. - რას ვიზავთ....))) -იმედია შენთან მოვრჩი.. და აღარ შემხვდები.. აღარ ამებლანდები სადმე. მე წავედი.. -ხო... ხო.... ლაშა გამოვიდა ბარიდან.. ჰაერი ღრმად, ხარბად ჩაისუნთქა და მოშლილი ნერვების დამშვიდებას ცდილობდა.. გაიარა სუპერმარკეტში.. იყიდა საჭირო პროდუქტები და გაუყვა გზას ნინის სახლისკენ.
-ნინი.. ჩემო საყვარელო როგორ ხარ? შევიდა ნინის ოთახში მაგიდაზე დადო პროდუქტებით სავსე პარკები და შუბლზე დაადო ხელი... -სიცხე მაქვს.. შენ როგორ ხარ? რატო შეწუხდიიი რამდენი რამე გიყიდიაა... დიდი მადლობა. -არაფერი რა შეწუხებაა.. რამდენი გაქვს გაიზომე?- - 38... -წამალი დალიე? -კი... რა ხდებოდა დღეს ..? -უშენოდ მოწყენილობა... ერთი სული მქონდა მენახე. მართლა თამთამ მოგიკითხა მალე გამოჯანმრთელდესო.. -საყვარელი... კარზე კაკუნით ნინის დედა შემოივიდა ოთახში.. -დედი.. აბა რა მოგართვათ? ხომ ივახშვებთ? გავაწყობ სუფრას.. უარს არ მივიღებთ! -არა რატო წუხდებით.... - უხერხულად იგრძნო თავი.. -კი , დე... არსად არ გავუშვებ. რისი გერიდება ჩემთან.. მიიწია ახლოს და ჩაეხუტა.. -კარგი დედი დაგიძახებთ და გამოდით. შებრუნდა სამზარეულოში .. თეფშების გასაწყობად. -არ მეროდება მაგრამ... -არავითარი მაგრამ! ჩამეხუტე! .. ლაშა უსიტყვოდ დემორჩილა...
-მერე კონსპექტები დავამუშაოთ ერთად.. არ მინდა ჩამორჩე.. მოგეხმარები .. -ხო... თორე, ამდენი გაცდენაც არ შეიძლება უსწავლელად... ჩემი მზრუნვლი და ყურადღებიანიიი... -კარგი ნუ მაქებ ამდენს.. - ჩაიცინა.. -მოდით ბავშვებოო... ნინის დედა სუფრისკენ ეძახოდა.. -წამო.. ჩაკიდა მჭიდროდ ხელი ლაშას თბილ ხელს და გაიწია კარისაკენ. -მოდით.. დაბრძანდით. ნუ გერიდება ლაშა.. ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.. -ნინის მამა მომღიმარი სახით შესცქეროდა ლაშას. -გმადლობთ... გემრიელად ივახშმეს.. ცოტა სიცილი..ცოტა ხუმრობა.. ცოტა პოლიტიკა და საჭირბოროტო საკითხები .. მოგვიანებით კი სამეცადინოდ შებრუნდნენ კვლავ ოთახში.ბევრი მეცადინეობის შემდეგ ლაშა გაეშურა თავის სახლში...
ორი დღის შემდეგ.. გამოჯანმრთელებული ნინი ხვდება ლაშას.. -ლაშა.. რატო არ მითხარი დათოს, რომ შეხვდი? -ლექციების მერე დამხვდა აქ.. სალაპარაკო მაქვსო.. არ ჩავთვალე საჭიროდ და არ მითქვია..შენ ვინ გითხრა? -თვითონ დათომ... - ლაშას ეს არ მოეწონა.. გაბრაზდა თუმცა არც არაფერი არ შეიმჩნია. -როდის? როგორ? -გუშინ ღამე დამირეკა... ასე მითხრა შეთან მოახლოვება ამიკრძალაო... ეს ასეა? - ...................... - ასეა? მიპასუხე... -არაფერი არ არის ასე... სხვარამე მანდ. მე არ მსურს ამაზე ლაპარაკი. -ლაშა.. მითხარი რა მოხდა.. რატომ უთხარი მას ასე? -საჭირო იყო.. შური დავინახე და ბოღმა მის თვალებში.. ლაპარაკში. -არ ხარ მართალი.. ასე არ უნდა მოქცეოდი! ჩემი ყოფილი მეგობარია და რა უფლებით მაშორებ მას ასე თან? .. გეკითხები რა უფლებით? -ნინი.. ყოფილი მეგობარიი.. ყოფილი... შენ მას წლების წინ იცნობდი... მან მიგატოვა.. მეგობარი მიატოვა... არ სცოდნია მას არც მეგორობა.. ახლა წლების მერე... დაბრუნდა.. და რა იცი როგორი ადამიანია ის დღეს? იმ უფლებით ვუთხარი რა უფლებაც შენ მე მომეცი.. ჩვენი სიყვარულის დაცვის მიზნით... და საერთოდ დათო.... გიღირს ამად? ჩვენს ჩხუბად? ... მიპასუხე..? გიღირს? რამში მამტყუნებ? -ლაშა... არ გაქვს უფლება შაფასო ჩემს მაგივრად ჩემი მეგობრები.. თუნდაც ყოფილი! მე საჩხუბრად არაფერი მითქვია.. ვხედავ თავიდანვე გაგაღიზიანა იმან რომ მე გავიგე ეს.. -დათო ღირს ჩვენს ჩხუბად? - თუ საჭიროა რაიმეს ასახსნელად კი... პეტრე პავლე თუ დათო არააქვს მნიშვნელობა ამას. -ნინი....... -ლაშა თავის თავს აღარ ჰგავდა.... ან ის არ მოგეკარება ისე როგორც მე ვუთხარი.... და ამას დაეთანხმები... ან მე.................. აარჩიე, არჩევანიშენზეა! -ლაშა.............. - არა! .... გააწყვეტინა საუბრი. - ბევრი გავიგე... აღარ მსურს არაფრის გაგონება. მხოლოდ აარჩიე. ან მაძლევ უფლებას ჩავერიო ან.... გივიწყებ სამუდამოდ! -.................. ნინი კი დუმდა და არ იცოდა რა ექნა.. ამოეშალა სამუდამოდ დათო... და ამით უფლება მიეცა ლაშასთვის ემართა ირგვლივ ყველაფერი... თუ.... ამოეშალა ლაშა.......
და მაინც.... ღირდა დათო ამად? მეგობარი.. რომელმაც მიატოვა... ვინ იცის იქნებ კვლავ დატოვოდ... ურთიერთ საწინააღმდეგო ფიქრებში მყოფი იდგა და ხმას ვერ იღებდა... ლაშა? ლაშა კი შეტრიალდა და გზა განაგრძო... ნინისთვის წამები გაიწელა.. იგი ფიქრებს აჰყოლოდა.. ლაშა ხომ მისი ცხოვრებაა.. მისი სულის ნაწილი... ასე არ შეიძლება... იგი დაინგრევს ამით ყოველივეს... მან არ უნდა გაუშვას ...მაგრამ ხმას ვერ იღებს... ფესხ ვერ დგავს... ნინი სიამაყემ შეიპყრო.. თითქოს შიგნიდან ახრჩობს.. და აი სადაცაა გაიგუდება..... ფიქრი კი კვლავ აგრძელებს მის გონებაში ტრიალს.. ლაშას ხომ მისთვის კარგი უნდა.. სიყვარულს იცავს.. იცავს ნინის ტკივილისგან... მაგრამ ნინის სიამაყე.... თითქოს უძლეველია... წამს წუთი მოყჰვა... ლაშა ნაბიჯებს არ თმობს.. არ ჩერდება.. წინ მიიწევს.. ნინის კი შინაგანად სიამაყე გუდავს......... ლაშა გულნატკენია... ნინიმ ვერ გაუგო... ნუ თუ ძნელია მისი გაგება?? ნუ თუ ვერ გააცნო მან თავი ისე კარგად... იგი ხომ მუდამ ცდილობდა სიყვარულის გალამაზებას.. გაფერადებას... მასთან ერთად გაფრენას... ფიქრებს შეეპყროთ ორი მოსიყვარულე ადამიანი... რომელთა გულები შორდებოდნენ ნელ-ნელა ერთმანეთს.....................
5 თავი
მაგრამ არაა... არა... ეს რა სიყვარულია თუ არ გადალახა დაბრკოლებები?! თუ ვერ დაძლია ... სიამაყე.. სიჯიუტე.. რაღად ღირდა... და .... აი... ნინი მოერია სიამაყეს.... გადააბიჯა სიჯიუტეს.. და როგორც იქნა დაუძახა... -ლაშაააა....... გაიქცა დაეწია და ჩაეხუტა... მაპატიე საყვარელო.. მაპატიე... მაპატიე რომ ეჭვი შევიტანე შენში.. მაპატიე, რომ გაწყენინე... -............ უხოდ მოეხვია და თითქოს დამშვიდდა. -მე არავინ და არაფერი არ მჭირდება... თუ შენ დაგკარგავ! მე უფლება მოგეცი ჩემს ცხოვრებაში შემოსულიყავი... გყვარებოდი... შენ ხომ მხოლო კარგი გინდა ჩემთვის... მაპატიე სიჯიუტე.. უაზრო ფიქრები.. მიყვარხარ... და შენს გაამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი. -დამშვიდდი ჩემო გოგო... ჩემო პატარა ... მეც მიყვარხარ ძალიან. არ მინდა ჩვენს შორის გაურკვევლობა იყოს... მინდა იცოდე, რომ ცუდს არადოდეს არ გირჩევ.. მხოლოდ ტკივილის არიდება მინდოდა... -ვიცი, ვიცი... თუმცა თავს ვერ ვუმკლავდები.... ვიცი რა კარგიც ხარ მაგრამ ... მეორე აზრი მოდის.... საპირისპირო... რომელმაც შესაძლოა მე დამასუსტოს... ამაზე ფიქრი და მე არ ვთმობ.. არა და შესაძლოა დამეკარგე... სამუდამოდ... ამას ვერ გადავიტანდი... ვერ გადავიტანდი.. -ჩემო პატარა.... -დამეხმარე.. მოვიშორო და გავხდე უკეთესი... უკეთესი შენთვის.. ერთად გადავლახოთ ... ჩემი სიჯიუტე ხომ ორივეს მოგვიკლავს გულს.... არ მინდა.. არ მინდა... ნინი ლაშას მკლავებში ქვითინებდა... თუმცა თავს დაცულად გრძნობდა... ის ხომ მარტო არ იყო... ლაშამ მოწმინდა ცრემლები, აკოცა შუბლზე .. გადახვია ხელი და გაუდგნენ ნელი ნაბიჯებით სახლის გზას. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა... მხოლოდ ნელი სიო დაფარფატებდა..
რამოდენიმე დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა... ერთ საღამოს.. ლაშამ ნინი კინოში დაპატიჟა, შემდეგ კი სეირნობა გადაწყვიტეს. ციოდა..ძალიან ციოდა, მაგრამ ერთმანეთთან ისე ახლოს, ისე მჭიდროდ იყვნენ ხელი-ხელ გადახვეულები, რომ ირგვივ სუსხსაც ვერ გრძნობდნენ არა თუ სიცივეს. გზას ლამპიონები უნათებდდნენ.. ციდან კი თოვლის წვრილი ფანტელები ციოდა.. -ხომ არ გაიყინე? -შენს გვერდით რა გამყინავს... - მომღიმარი სახითა შეხედა და მოციმციმე თვალები თვალში გაუყარა.. -მაგრამ... ხელები გაგეყინა.... -არაფერია... -არ გამიცივდე... წამოდი ცხელი შოკოლადი მოგიხდება... -მმმ... არ მცივა, მაგრამ უარს ვერ გეტყვი ამაზე... ^^ ცოტაც გაიარეს და შევიდნენ კაფეში.. გათბნენ, ნინის ლოყები აუწითლდა... -რა ბედნიერი ვაარ.... თუამცა სიტყვებით ვერ გადმოგცემ... -მიხარია... მინდა გაგაბედნიერო.. ისე რომ მეტიც არ შეიძლება... -შენ? ... შენ ბედნიერი ხარ? -რასაკვირველია ჩემო პრინცესა... შენ, რომ ჩემთან ხარ .. ეს მაბედნიერებს... ჩემი ხარ... მიყვარხარ!!! ლაშა და ნინის საუბარი ცხელ შკოლადს ჰგავდა... ტკბილი და ცხელი.... სასიამოვნო, მოკლე დიალოგით შემოიფარგლნენ და განაგრძეს გზა ..
-ცოტაც გავიაროთ ფეხით... ასე მირჩევნია.. -კარგი...თუ ასე გირჩევნია.... და თუ არ გცივა... კარგი. დუმილით განაგრძეს გზა...
მოგვიანებით.. ხმა მოესმათ... -ნინიი..... ნინიი...... ლაშამ გაიხედა უკან ..... -ნინიი.... -ლაშა ვინ არის? გხედა... -დათო? -ნინი როგორ ხარ? -მოუახლოვდა , ხელი მხარზე დაადო.. სასმლის სუნი აზდიოდა. - კარგად.. აქ რ გინდა? -უხეშად მიმართა ნდოდა მოეშორებინა.. -დაინახე და მოვედი.. მომენატრე.. რამდენი ხანია არ მინახიხარ. - ხელით სახეზე შეეხო.. ნინიმ კი ნაბიჯი უკან გადადგა... არ მოეწონა მისი საქციელი. -დათო.. შეეშვი გოგოს... - ცდილობდა გამოეწია... -მაცადე.. -ხელი გააწევინა. -გამოდი აქეთ! , ნინი შენ გადი ცოტა მოშორებით.. მოვალ მალე...- ნინი დაემორჩილა ლაშას.. თუნცა შეშინდა, არ უნდოდა უსიამოვნება მომხდარიყო მის გამო.. გული გამალებით უცემდა. -შენ ვინ ხარ? რა უფლებით მიკრძალავ რამეს? -რა უფლებით ეხები გოგოს სახეზე.. ჯერ ქუჩაში ბოლო ხმაზე გაკივიხარ ქალივით... დათო ოთხ მეგობართან ერთად იყო... მაგრამ ლაშას უკან არ დაუხევია... რადგან საქმე ნინის ეხებოდა. -ეხლა წავალ.. გოგოს სახლში მივაცილებ და მოვალ ისევ აქ... მარტო.. ან სადაც გინდა . შენ ვინც გინდა ის მოიყვანე. გაიგე ბიჭოო???!!! -წინ გაიწია... -კარგი რა გჭირს... ტო.. რა მოხდა.. ნახვა მინდოდა... -უკან დაიხია.. არ უნდოდა ლაშასთან ჩხუბი .. შეშინდა.. მიუხედავად გვერდით მეგობრები ედგნენ. -რა მჭირს კი არა გოგოს წესიერად მოექეცი ბიჭო! და საერთოდ გაკარებული არ დაგინახო ამის მერე! არანაირი მოკითხვა! გავიგბ მიწერ.. თუ დაურეკავ და გიპოვი.. სადაც არ უნდა იყო!!! მიწიდან ამოგთხრი! გმოტრიალდა... მივიდა ნინისთან ხეი გადახვია და განაგრძეს გზა შინისკენ.
იმ ღამეს ნინის არ ეძინა.. ვერ მოისვენა.. ყელში რაღაც გაჩხერვოდა. გაანათა მზემ.. და ნინიმ დაიწყო მზადება სასწავლებელში წასასვლელად. ლექციების შუალედურ შესვენებაზე... შეხვდა ლაშას... ლაშა მიხვდა, რომ გოგო წუხილს შეეპყრო... -მაპატიე, რომ განერვიულე... -შემეშინდა.. შემეშინდა ძალიან... მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭია... -მაპატიე საყვარელო.. რომ შეესწარი მზგავსს.. მაგრამ არავის ... არავის ვაპატიებ შენს შეურაწყოფას... წყენას.. გაიძვერა... როგორ დაიხია უკან... მიხვდა რომ მტყუანი იყო... -.................. -დამშვიდი! აღარ შეგაწუხებს... ლექციების მერე გნახავ.. აკოცა .. და ზარმაც დარეკა... ლექცია იწყებოდა.
ლაშამ გადარეკა გადმორეკა.. სანდო ხალხთან.. დათოს ხმა მიაწვდინა... კიევ ერთხელ.. „ან აორთქდები ჩვენი ცხოვრებიდან, ან დღესვე გნახავო... “ .. ლაშას როგორც გააგებინეს , დათმ უარი თქვა ნაცვაზე.. და საზღვარგარეთ წასვლაც გადაეწყვიტა ისევ. ისევ იქ აპირებდა დაბრუნებას საიდანაც ჩამოსულიყო. -ხო დ წავიდეს საიდანაც ჩამოეთრა... -დამშვიდდი ტო... მორჩა.. წავა და ისევ ისე იქნებით შენ და ნინი. -ხო... ნინიმ ძალიან ინერვიულა... -ხო ამშვიდე. თუ რაღაცა შეიცვლება ჩვენ აქ არ ვართ...?! ჩვენი ძმა ხარ ბიჭო.. მიდი აბა ბედნიერად. -ჯიგარიხარ! კარგად. მორჩა მობილურზე საუბარს.. გათიშა და აირბინა კიბეებზე .. ნინის სანახავად. ნინი შეეგება კართან.. ჩაიხუტა.. მიიპატიჟა სახლში. ლაშამ მოკლედ უამბო.. ამბები.. დაამშვიდა.. -ასე ჯობია.. წავიდეს.. ჩახედა ლაშას გიშრისფერ თვალებში და აკოცა.. მაგრად აკოცა და ჩაეხუტა.. მშვიად ჩაიარა ყოველივემ... სასიამოვნოდ.. ჩხუბისა და აყალ-მაყალის გარეშე. დლიით კი სიმშვიდე საპირისპიროდ შეცვლილიყო.. -ისე არ წავალ ... ნინი,რომ არ ვნახო ! - არ ღრს დათო.. - ეგ მე ვიცი! ------------------- -------------------------- 6თავი დილით როგორც ყოველთვის ყველა სტუდენტი უნივერსიტეტში მიიჩქარის ლექციაზე დასასწრებად. ასევე ნინიც.. ტრადიციულად ყოველდღიური საჭირო პროცედურის ჩატარების შემდეგ გაუყვებოდა სასწავლებელში მიმავალ გზას, მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა იყოს.. დღეს ასე არ მოხდა.. ნინის დღეს პირველად დააგვიანდა.. მაღვიძარას დაყენება დაავიწყებოდა და დედამ მოგვიანებით გააღვიძა. სახლიდან გამოსულს დათო დახვდა მანქანით.. უნივერსიტეტში მიყვანა შესთავაზა.. ნინიც ნახევრად მძინარე იყო და შენიშვნის მიღება ნამდვილად არ სურდა.. ამიტომ ჩაუჯდა ეგრევე. -როგორც ჩანს მოგისწარი... -ხო.. მადლობა, ნამდვილად არ ვარ შენიშვნების მიღების ხასიათზე.. -მე დღეს მივდიოდი გერმანიაში... იცი? -დღეეს? რო მიდიოდი კი.. , მაგრამ თუ დღეს აპირებდი ეგ არ მახსოვდა. -არ უნდა დამშვიდობებოდი? -პირველად, რომ წახვედი ხომ დამემშვიდობე რაა.. - ირონიუნლად ჩაიცინა თან ფანჯრისკენ იყურება. -...... დათო დუმს და გაზს მოუმატა... „რესკად“ გადაუხვია გზიდან... მის თვალებში რაღაც არაადამიანური ირეკლებოდა.. ძლიერი სურვილი, ჟინი.. -დათო... ფრთხილაად... ჩქარა მიდიხარ.. თან.. თან საად? სად გადაუხვიე? -........................ -დათო.... გაეცი ხმა... დამელაპარაკე... იცოდე გადავხტები მანქანიდან!!! -ნუ სულელობ! მინდა დაგემშვიდობო.. ისე როგორც მე მინდა! ნუ გეშინია.. -ამის თქმა და სიჩქარეში გადართვა ერთი იყო... -რაა? სად მიგყავაარ? უნივერსიტეტის მერე გნახავდი ასე ძაიან თუ გინდა... გთხოვ მიმიყვანე... -არა! არ იცი, რომ „აკრძალული “ - მაქვს შენი ნახვაა? ჰაა? არ იცი ხოო? -ჩემი სურვილით.. შეძლებ ნახვას.. ოღონდ მიმიყვანე ახლა... -არა მეთქიიი!! - არსადაც არ წამოგყვებიიი... გააჩერეეეეე!!! -ნინიმ ხელის შეშლა სცადა.. და რული მოატრიალა... დათო დაიბნა არ ელოდა მის ასეთ საქციელს.. ამასობაში წინ უზარმაზარი ფურგონი მთელი სიჩქარით მოდიოდა პირდაპირ მათი მიმართულებით.. დათომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შეასკდნენ.................................
-ჩქარა!... ჩქარა... საშინელი ავარიის შედეგად დაზარალებული ნინი და დათო გადაიყვანეს საოპერაციოში.. ნინის და დათოს სხეუის მრავალი დაზიანება მიეღოთ, დაჭეჭყილი მანქანიდან ძლივს გამოიყვანეს.. -სასწრაფოდ ნათესავებს შეატყობინეთ მათი ადგილ-სამყოფელი!!! -ახლავე!! გააგებინეს მათ ოჯახებს.. სასწრაფოდ მოცვივდნენ... ამ მოულოდნელმა ამბავმა შოკში ჩააგდო ყველანი... -არა. ეს ეს... როგორ მოხდა... არ მესმის.. -მცხეთის გზაზე რა ჯანდბა უნდოდათ? რა ხდება ლაშა ამიხსენი? გული ცუდად მაქ.. ჩემი საწყალი გოგო.. ბედი არაა...?! დღეს ჩაეძინა.. მე გავღვიძე.. აგვიანდებოდა... -ღმერთმა ქნას გადარჩეს.... -ამინ.. ამინ... -ჩემი გოგო... ეხლა არ გაფრინდე... ოღონდ ეხლა არაა... - მოთქვამდა თათია.. გამოვიდა ექიმი.. -სასწრაფოდ... პირველი რეზუს უარყოფითი სისხლი ვის გაქვთ? დონორია საჭირო! -უარყოფითიი??... გადახედეს ერთმანეთს გაკვირვებულებმა.. -ხო.. სასწრაფოთ გვჭირდება.. ოჯახი აფორიაქდა.. -ზუსტად არ ვიცით ჩვენი რეზუსი... ამიტომ ხომ არ ჯობია შევიმოწმოთ იქნებ გამოვდგეთ? დრო რომ არ დავკარგოთ? -კი ნამდვიდად! აგერ მობრძანდით რიგრიგბით... იმედი გვაქვს რომელიმეს აღმოგაჩნდებათ. რიგრიგობით ყველა შედიოდა სისხლის განსაზღვრის მიზნით.. გამოსულები ურეკავდნენ ახლობლებს მეგობრებს... დახმარებას ითხოვდნენ..
როგორღაც სათანადო დონორი მოიძებნა.. გადაუსხეს სისხლი.. მაგრამ პულსი ეცემა.... ეცემა... ექიმები ყველაფერს აკეთებენ.. მაგრამ... ამაოდ.
-ექიმოო.. ექიმო გვეშველააა... -სუნთქავს..... ჩქარააა პულსი ნახეთ! - 80.. -კარგიაა... ბედი ჰქონია... ბედი.. იმედიანად მოციმციმე თვალები შეჰყურებენ საოპერაციოს კარებს.. როდის გაიღება კარი გამოვა ექიმი... და იტყვის.. გილოცავთ... გადარჩნენ.... და აი.. იღება კარი.. -გლოცავთ... ბედი რომ არა .. ხელიდან გვეცლებოდა... პალატაში გადაიყვანენ მალე. ოპერაციამ კარგად ჩაიარა.. -რა ბედნიერებააა.. ჩემი გოგოო... - ერთმანეთს გადაეხვივნენ... -არა.... ბიჭი გადარჩა ...... ნინის დედას ფერი ეცვალა... გაშეშდა.. ამას არ ელოდა.. ექიმს უყურებდა და სახე გაშეშებოდა.. -რაა? იყვირა ლაშამ... -გადარჩა ბიჭი რომელსაც ასევე უამრავი მოტეხილობა აქვს... გოგო კი ... სამწუხაროდ დაიღუპა. -კი მაგრამ როგორ? სისხლი ხომ მე გადმოგისხით? სისხლი ხომ ... -სისხლი ორივეს გადავუსხით თუმცა გოგონას პულსი დაეცა და გამოგვეცალა ხელიდან... ბიჭს კი საოცარი ბედი ჰქონია.. სასწაულია რომ გადარჩა. ორივე კატასტროფულ მდგომარეობაში იყო... ღმერთს ასე უნდოდა.. ამას ვერ შევცვლით. ვწუხვრ. -ჩემი გოგოო.... ჩემი ნინიი... -დაემხო იატაკზე ნინის მამა... - ჩემი ციცინათელა... მამი სადახარ სააად??? ... ჩემო ფერია... ჩემო გოგო.... ეს რა მოგვივიდააა.... ლაშამ კაცის წამოყენება სცადა... ხელი მხარში მოკიდა.. -გამიშვიიი.. გამიშვიიი.. მომშორდით ყველანი... ბოლოს ექთნები მივიდნენ... და თავისით წამოდგა... შვილ-მკვდარი მამა ჭკუაზე არ იყო... დედა კი გაფითრებული სახით იჯდა სკამზე და ცრემლი სდიოდა.... ქალი ხმას ვერ იღებდა...
-რატო გაფრინდი უჩემოდ!!!?? რატო გაფრინდი... - ტიროდა თათია და მთელი სახე მაკიაჟით მოეთხვარა...- ლაშა ნინი გაფრინდა... ყოველთვის უნდოდა გაფრენა, მოშორებოდა ამ საზიზღრობას.... და სიძულვილით სავსე სამყაროს.. რომელსაც სულმდაბალი ადამიანები ქმნიან, მაგრამ მან შენ გიპოვა.. მისი ნაწილი.. სამწუხაროდ გარემოებამ ისურვა მისი... სამუდამო გაფრენა... ღმერთო... არ მჯერა! -................... - ამბობდა მე მაინც გავფრინდები!... აი ნახავ... თათია ნახავ! და აი... ბედის ირონია... გაგვიფრინდა!.. თქვა და შესრულდა კიდეც!............
გავიდა დღეები.. ნინი საფლავს უნდა მიაბარონ.... მძიმე დღეა ყველასთვის... ხალხი შავებში შემოსილი... ყვავილებით ხელში... მიაცილებენ ნინის ... ვინ იცის ვის რამდენი სათქმელი ჰქონდა მისთვის... ვის უბრალოს ჩახუტება სურდა... მომღიმარი სახის ყურება... ახლა კი ნინის გაცილება ხდება... ოთხით......................................................................................................
საფლავთან ირგვლივ თავი მოიყარა ყველამ... -ლაშა... ნახე? დათოს მანქანა მოვიდა- გადაუჩურჩულა თათიამ -ამას აქ რა უნდა?! ვაჩვენებ მე მაგას ახლა..... -გამწარებული გაეშურა მოძრავი მანქანისკენ.. რომელიც მალევე შეჩერდა. გადმოვიდა დედ-მამა.. საბარგულიდან გადმოიტანეს ინვალიდის სავარძელი... ლაშა შეჩერდა.. მშობლებმა გადმოიყვანეს დათო... ჩასვეს სავარძელში.. ეს ის დათო აღარ იყო.... ლაშაც სახე ეცვალა.. მის დანახვაზე..საზარელი სურათის დანახვაზე... დათოს არ ჰქონდა არცერთი ქვედა კიდური... ცალი , მარჯვენა ხელი რომელიც არ სრულდებოდა..... საღი ჰქმონდა მხოლოდ მარცხენა ხელი... სახე გაუბედურებული.... ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობდა... მაგრამ ღმერთმა ასე დასაჯა.. ასე სატანჯველად დატოვა... ლაშა შემოტრიალდა და დაუბრუნდა უხმოდ თავის ადგილს.. ნინის საფლავს დათო და მისი მშობლები მოუახლოვდნენ... ირგვლივ მყოფებმა შეამჩნიეს დათოს მდგომარეობა.. და უხმოდ შებრუნდნენ... ზურგი აქციეს.
უფალს საუკეთესოები მიჰყავს... ასეა ნათქვამი... ბოროტებს კი სასტიკ სატანჯველს უმზადებს... ვინ იცის, ავარია, რომ არა რა მოხდებოდა?... რა ჟინი ...ამოძრავებდა დათოს.. როგორ უნდა „დამშვიდობებოდა“ .. ბედია... ის საგზაო შემთხვევაც.. ბდნიერება არ არის ძალით მიღწეული... ბოროტებით... სხვისი უბედურებით... არა! ბედნიერებაა როდესაც სიხარულს აფრქვევ... სიყვარულს... ცდილობ გააბედნიერო ადამიანები... ეს ჩვენი ვალია.. უნდა ვისწავლოთ შეწყალება, მიტევება.. შურისძიება არ არის ის რაც სიკეთეს მოგვიტანს.. ჩვენ ან სხვას... ყველაფერზე პასუხი მოგვეთხოვება... რაც მეტ სიკეთეს გავცემთ იმდენივე დაგვიბრუნდება.
დრო გადიოდა და ადამიანები ცხოვრებას სწავლობდნენ.. ნინის გარეშე... ეს არ იყო მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი... მათ მუდამ ემახსოვრებათ იგი.. მისი ფანტაზია... მისი „ჰაერში გაფრენა“ .. მისი ოცნებები... ადამიანობა... ნელ- ნელა შეამცირებენ მასზე ფიქრს... რასაც ყოველდღიურობა მოითხოვს... თუმცა ყველას გულში დარჩება მისი სახელი... მისი ლანდი.. მისი სიკეთე არ დაიკარგება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|