ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნარევიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


ჩაკრულო

სულო იწვები შოთივით,
ზეცის ხახაში ჩაკრულო,
ცრემლი ვაზივით დავწურე,
ძმებო იმღერეთ ჩაკრულო.
მოტოპავს არაგვს ცხენები,
ცხენებზე ჩოხოსნებია,
ძმებო იმღერეთ ჩაკრულო,
მხოლოდ ეს მიოცნებია.
ხმალი ქარქაშში ჩამჟანგდა
,სისხლი წყურია წლებია,
ძმებო იმღერეთ ჩაკრულო,
სანამ ხმა დაგვჟანგებია.
შეაბით სიტყვა სიტყვასთან
სული გაუშვით ურია,
წლებია უდაბნოში ვარ,
ძმებო ჩაკრულო მწყურია.
მოტოპავს არაგვს ცხენები,
სოფილის გადაღმა ლელოა,
სამშობლოვ, გულში ჩაკრულო,
ჩაკრულო საქართველოა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს