ბაიკალ მოდი, შორს ნუ გარბიხარ, არ მაძებნინო თავი, აღარ შემწევს ძებნის უნარი, ისედაც საკმარისად ვეძებდი იმას, რასაც ვკარგავდი, არ დამეკარგო... მესმის, უღრანი ტყისკენ მიდის შენი ბუნება, აქ ტყე არაა, აქ ქუჩებს უნდა შევეჩვიოთ, გაჩერებებს, სადაც ნერვიულობს პროვინციელი გოგონა, გაფაციცებით აკვირდება ავტობუსის მოსვლის დროს, არ უნდა დააგვიანოს მეორე ლექციაზე... ქალაქში ყვითელი ფოთლებია ბაკი... შენ გიყვარს ბალახი და ადამიანები... მაგრამ ვერ ხვდები, რომ ბალახისგან განსხვავებით ადამიანები მგლების ხროვებია... ვერ მიგატოვებ მგლის ხროვაში... მოდი, გამოიქეცი, მომადე შენი წინა თათები მკერდზე, ყურები გადაყარე, გამაცინე... როგორი კეთილშობილი ხარ ბაიკალ, უსაზღვროა შენი კეთილშობილების სიღრმე.... მე, ყოველთვის მღუპავდნენ მწვანე თვალები ... გოგონა აღარა ჩანს გაჩერებაზე, ეტყობა წავიდა, ესე იგი პირველი ნაბიჯი გადადგა ქალაქისკენ, რომელიც მალე გარყვნის მის პროვინციულ ბუნებას... შენ ჩემს გვერდით ხარ და ორივენი ვიხრჩობით ნაგვის გროვაში... ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის და ჩვენი ესმით ამ ხეებს და შენობებს, ქუჩებს, ჩიხებს, სავსე მთვარეს... ჩვენ რომანტიკოსები ვართ ბაიკალ, რთული ხასიათის მატარებლები, რომლებიც ვეძებთ ერთს, იდეალურს... ჩვენ ამ ძებნაში ამოგხვდება სული... ბაიკალ, შორს ნუ გარბიხარ, შენც არ გამექცე, არ დამეკარგო, შენც ნუ მოგბეზრდება ჩემი მრავალფეროვანი ხეტიალი და ღამის თევა კორპუსებს შორის... ნუ გახდები უცხო... არა, შენ ჩემთან იქნები ბოლომდე და შენი ყმუილი გამაცილებს, როცა მოვა დრო... მაგრამ მანამდე ერთ მშვენიერ სულიერზე მინდა მოგითხრო, ის ჩემი მსგავსია, რადგან მას ყველა ტოვებს, როცა გულს შლის და თავის ყველაზე დიდი ტკივილს ამხელს, რომელსაც პატიმარი ძმა ჰქვია... მე, ხომ ვიცი ამის გამგონე ადამიანები უცხოვდებიან მასთან... მე არა მყავს ძმა პატიმარი, მაგრამ... ახლა ამ ნაწერს, ყველა კითხულობს ბაიკალ... ბაიკალ გეყოფა, შორს ნუ გარბიხარ, მოდი, ბაიკალ! ბაიკალ! ჩემთან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს ადრე წავიკითხე და კიდევ დავბრუნდი, ძალიან კარგია )))++ ეს ადრე წავიკითხე და კიდევ დავბრუნდი, ძალიან კარგია )))++
3. გაუგონე პატრონს.... შენ გეუბნებიან ბაიკალ... თავისუფლება არასდროს გვტოვებს... +++ გაუგონე პატრონს.... შენ გეუბნებიან ბაიკალ... თავისუფლება არასდროს გვტოვებს... +++
2. ძან კაია. .. ძან კაია. ..
1. ბაიკალ, მიდი ირაკლისთან! ბელისსომო! ბაიკალ, მიდი ირაკლისთან! ბელისსომო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|