ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2014


პოეტების სამყარო


ახლა სურვილები ისევ არის
ყველა სიმართლე რომ დავამტკიცოთ.
ვხედავ გარემოა წარმოსახვით
მდგომარეობაში და ამიტომ
ვცხოვრობ პოეტების სამყაროში,
სადაც სიყვარულით მღერიან და
სადაც სიტყვა არის წარმოშობით
ღმერთის სიტყვიდან და ხელიდან და
სადაც მზად არიან შეებრძოლონ
სევდას,ტკივილსა და დავიწყებას.
ღამის შთაგონებით დილა მხოლოდ
დიდი სიყვარულით რომ იწყება.

ბედი სხვა კანონებს აღარ წერდა.
ტყვია შეიტყუეს პოლიგონზე.
აწმყო გადაიტანს მძიმე წლებს და
წარსულს მომავალი მოიგონებს.

ყველა თემაზეა საუბარი,
წესი დებულებას ვეღარ იცავს.
მთვარე მზესთანაა ნაჩხუბარი,
ვერ გაინაწილეს დედამიწა.

დრო ახლა სხვა მხარეს მიტრიალდა.
სათქმელი კი თითქოს აღარ არის.
მაინც ყველაფერზე იტყვიან და
თუნდაც მოისმინოს -აღარავინ.
ასე ყველაფრით და უყველაფროდ,
*ქვეყანას ჩვენ მაინც მოვედებით*
ვმეგობრობ თქვენთან და მუზებთან რომ
ვცხოვრობ სამყაროში-პოეტების .
                     
                      დ.ჯ   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები