ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2014


ამელის დღიური-თოვლი


თოვლი მოვიდა მონპელიეში....ღამით გამეღვიძა და ხმაზე მივხვდი,რომ გარეთ თოვდა...გაგიკვირდათ არა? ხმაზე-ჰო...თოვლს რაღაცნაირი ხმა აქვს,როგორ გითხრათ.., აი,მოხუცი,წვერებიანი ბაბუები რომ ლაპარაკობენ ჩუმად და თბილად-აი,ისეთი...
ავდექი და ფანჯარასთან მივირბინე,ფარდა გადავწიე,სარკმელი გამოვაღე და თოვლს ხელი შევუშვირე:-გამარჯობა თეთრო! -ვუთხარი და ცაში ავიხედე. ისეთი სილამაზე იყო, ციდან უამრავი თეთრი ფიფქი ცვიოდა მიწაზე,ძალიან მომინდა გავსულიყავი გარეთ,გამეშალა ხელები, სახე შემეშვირა ფიფქებისთვის და მებზრიალა...ხვალ ზღვის პირას გავისეირნებ,არა,პიტერთან ერთად არა,მარტო,,,მხოლოდ მე და თოვლი...
დავიხურავ ნარინჯისფერ ქუდს,გავიკეთებ ყურსასმენებს,ჩავრთავ ჩემს საყვარელ სიმღერებს და ბევრს ვიხეტიალებ...
...საღამოა,ვზივარ ბუხართან და მაყვლისმურაბიან ჩაის ვასრუპუნებ,მამა მეუბნება,რა საშინელი ჩვევააო,მაგრამ ასე მიყვარს... მაინც მარტო ვარ და არავის ესმის,თორემ ისეთი უზრდელიც კი არ ვარ სხვებთან ასე მოვიქცე... გარეთ ისე თოვს,ასე თუ გაგრძელდა,დილით ფანჯრებს დაფარავს,აუ რამაგარია!
ამ დილით თბილად ჩავიცვი,ყურსასმენები გავიკეთე და გარეთ გავედი,ისე ლამაზად თოვდაა...მერე ზღვისკენ გავუყევი გზას,სულ დაეფარა თოვლს ყველაფერი,ისე ლამაზი იყო ნაპირი,მარტო თოვლი და ზღვა... მეტი არაფერი ჩანდა...მერე ჩემი ნაკვალევი დაემატა...
ცოტა გავისეირნე და ჩემკენ მომავალი ადამიანი დავინახე, მეორე მხრიდან მოუყვებოდა ნაპირს...რომ მომიახლოვდა ის ჩემი ახალი ნაცნობი აღმოჩნდა, პარკში რომ გავიცანი...ძალიან მინდოდა მარტო ყოფნა, მაგრამ რატომღაც ეხლა გამიხარდა რომ ვნახე, მიყვარს ადამიანების გაცნობა, უამრავ რამეზე შეიძლება ილაპარაკო...
-გამარჯობა მზისფერთმიანო-მითხრა და გამიღიმა.
-გამარჯობათ.
-ასეთ თოვლში ზღვის პირას არ გელოდებოდი.
-ჰო, ნორმალური გოგოები ალბათ ეხლა თბილ სახლებში სხედან და ცხელ ჩაის მიირთმევენ -ვიცინი მე.
-ჰო, მაგრამ ასეთ ამინდში სახლში ჯდომა ძალიან მოსაწყენია.
-მეც ასე ვფიქრობ.
-მარტო რატომ ხარ?
-რავიცი...ასე მინდა...
-რა უცნაური გოგო ხარ მზისფერთმიანო...
-თქვენც გიყვართ თოვლი?
-ჰო,მეც ძალიან მიყვარს...გინდა თოვლის ბაბუ გავაკეთოთ?
-მინდა. -მიხარია მე. -მაგრამ არც სტაფილო არ გვაქვს და არც ნახშირი...არც ქუდი....
-მე ბატი-ბუტი მაქვს,თოლიებისთვის წამოვიღე,სტაფილოსაც ვიშოვით..
-უცებ მოვალ-მეუბნება და ქუჩისკენ მიდის...
-აი,მოვიტანე! -მეუბნება გაღიმებული და სტაფილოს მაწვდის,-თვალები პოპკორნის გავუკეთოთ...
-რამაგარია!ვერ ვმალავ სიხარულს..
ცოტა ხანში ძალიან საყვარელი თოვლის ბაბუ გასცქერის პოპკორნის თვალებით ჰორიზონტს...კაშნეს ვიხსნი და ვუკეთებ...-ასე უფრო თბილად იქნები-ვეუბნები თოვლის ბაბუს და ვეხუტები...
-ესეც ასე!-ამბობს ჩემი ახალი მეგობარი და თოვლიან ხელებს იფერთხავს..მისი სახელიც კი არ ვიცი ჯერ,ან აქამდე როგორ არ ვკითხე?!
-იქნებ თქვენი სახელი მითხრათ -ვეუბნები
-თქვენებურად ჟორჟი -მეუბნება სიცილით,ისე გიორგი მქვია...
-მშვენიერია ჟორჟ,ვეუბნები და ხელს ვუწვდი გაცნობის ნიშნად...
-ჯიბეში კიდე მაქვს პოპკორნი და თუ გინდა თოლიებს აჭამე -მეუბნება და მუჭს მივსებს.თოლიები ბლომად არიან ნაპირზე,როგორც კი საჭმელი დაინახეს,ჩემს ირგვლივს მოფარფატდნენ,ცოტა მეშინია,თოლიებს კარგად არ ვიცნობ,ჩემი პარკის ჩიტებისგან განსხვავებით...მაგრამ ძალიან კარგად იქცევიან,ამიტომაც ვპირდები, რომ კიდე მოვალ და მოვუტან გემრიელობებს..
-არ წავიდეთ? მეკითხება ჟორჟი
-კი,მგონი უკვე დროა,თან ძალიან შემცივდა-ვამბობ და ხელებს ჯიბეებში ვიწყობ.
-წამოდი,სახლამდე მიგაცილებ-მეუბნება და გვერდით მომყვება
-იქნებ გვესტუმროთ,მამაც სახლშია,ჩაიზე დაგპატიჟებთ-ვეუბნები სახლთან მისული.
-სიამოვნებით,ოღონდ ეხლა არა,სხვა დროს იყოს.-მიღიმის,ხელს მიქნევს და მიდის
-შეხვედრამდე,ვამბობ უფრო ჩემთვის,ალბათ მას აღარც ესმის,და სახლში შევრბივარ...
მამას ბუხარი დაუნთია,ისეთი სითბოაააააა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები