ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


ნუღარ დაიგვიანებ

ვერა, ვერავინ  შეგვავიწროვებს
ამ გრძნობას ოდნავ არ მოაკლდება.
ჩვენ ერთმანეთი უკვე ვიპოვეთ
ოღონდ დამღალა ამ მონატრებამ.
შემავლებინა თუნდ წამით თვალი
ცეცხლზე წყლის ნამად მომპკურებოდე
მკერდზე მიმეკრა ლამაზი თავი
სანამდის ისევ მომწყურდებოდე
წყურვილი შმაგი მომკლავს უთუოდ
ოცნებაც უკვე აღარ მიამებს
გიყვარვარ? მოდი ნუ ხარ უგულო
სიცოცხლევ ნუღარ დაიგვიანებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები