ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2014


მოგიკითხე

მომიკითხე? მეც გკითხულობ მოკითხვებით
ფრაზებს ვაწყობ ვაკოწიწებ ჩემეულად,
სიტყვა ძუნწობს რაგდან მეტსაც აღარ ველი
ვწერ და წავშლი ვიმახსოვრებ ჩემებურად.....


მოცარულა ყველაფერი ფურცლებს ვუმზერ
იქვე იყო რაც დავწერე მერე გაქრა,
მოსაწერად გავამზადე მაგრამ გულმა
არ გამიშვა და სტროფებიც დროში ჩაკვდა...


ვფიქრობ ალბათ დაიღალა ყველა რითმა
სულ ეს იყო რაც მინდოდა მომეწერა,
იტყვი ალბათ რომ დაგღალა ლექსის კითხვამ
ულექსოდაც შეიძლება მომოწერა.......


მომიკთხე?მეც გკითხულობ მოკრძალებით
ფრაზებს ვაწყობ ვაკოწიწებ ჩემეულად,
სიტყვა ძუნწობს რადგან მეტსაც აღარ ვითხოვ
ვწერ და წავშლი ვიმახსოვრებ ჩემებურად.


ნ.ტოტოჩავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები