ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ნოემბერი, 2014


აბრაგის ნატვრა

"ნეტავ აგერა,ის ნისლი,ქარმა რომ გამააქცია,
აღმა რომ მოერეკება და შესვენებას არ აცლის,
ნანატრის გაცხადებითა-ასულად გადააქცია
და მარტო მიტოვებული მე შემახვედრა ქარაფში!

დავუხვდებოდი აბრაგი ქალს შეშინებულს შუნივით,
წინ დავუწყობდი იარაღს და თან ვეტყოდი ამრიგად,
ეს შვიდი წელი ვთარეშობ, შენთვის მარადჟამ მჭმუნავი,
შენმა სურვილმა დამლია,გამაგიჟა და გამრიყა.

ახლა შემოგხვდი ქალბნელო,თუ ჩემი მზერა გაშინებს,
თუ ჩემი მკლავი გაშინებს -მკვლელი სამოცი ძე-კაცის,
ვტოვებ სიშმაგეს, მშობელ მთებს-დევი-დელგმისაგან დაშლილებს,
აწ შენი მონა ვიქნები,ალაჰსა ვფიცავ ზეცაში!

მეორე დილით დათენთილ ქალს ავასხამდი იარაღს,
მასაც აბრაგად გავხდიდი,ორნი ვიქმოდით თარეშებს,
თუ ისუსტებდა ქალშავი,მხარს ვერ მიჭერდა ფხიანად,
გულში დამბაჩას დავცემდი მუხთალი თრთოლვის გარეშე.

თავათ კი,გაფოთებული, ვეკვეთებოდი ერთი ასს,
ან დავიდებდი დიდ სახელს ან მოვკვდებოდი მქუხარე;
თუ აბრაგობას დავეხსნა,ალაჰია თუ ღმერთია,
- ნუმც გამიმარჯვებს ნურასდროს, ქუდიც მახურავს ნუღარა!

აგერა,გაღმა ის ნისლი,ქარმა რომ გამააქცია,
აღმა რომ მოერეკება და შესვენებას არ აცლის,
ნანატრის გაცხადებითა-ქალადამც გადააქცია
და მარტო მიტოვებული მე შემახვედრა ქარაფში!"


გაბრიელ ჯაბუშანური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები