ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2014


***


არც სიყვარული არც დღეები
გარდასული არ ბრუნდებიან,
ვიჩემებ რაღაც ახლსადა
ბევრად გახლართულს.

ასე ძნელია ვიყო ისევ
მშვიდად და სადღაც,
შორს მივეფარო აჩრდილივით
მტკივნეულ წარსულს?...

ვიჩემებ- ვჩემობ
ვკინძავ -ვაწყობ
მერე ისევ ვშლი...
უფრო ნაჯღაბნებს
დავამგავნე მთელი
ქმნილება...

ახლა ჩემს ირგვლივ
საშინელი ცივი ქარია
ბოლთას ვცემ ოთახს
და თავს ვესხმი გადაბირებას....

მინდა დავხატო ვხატო რამე
შევქმნა ნახატი,
ეს ალბათ მღვრიე იქნებოდა
სულ მუქ ფერებში და-

აქვე გვერდით სატანაა
ყურში ჩამძახის...
შენც ის ყველა ხარ
ყველა, ქალი ყველა, ვნებებით.

მისთვის!... ჰო მისთვის!......
ხარხარებს და ო, რა მწარეა
ყურებში წივის მისი ხმა და
აღარ მეშვება....

ვხდეავ სარკეში
შეშინებულ ჩემსვე სილუეტს
და ვგრძნობ თვალები
მე ცრემლთაგან როგორ მევსება.

ფანჯრებში წვიმის წარღვნაა
და კიდევ ქარია,
ბოლთას ვცემ ოთახს
ვწერ და ვჯღაბნი
გულზე მეშვება

.წვიმა ფანჯრებზე
მიკაკუნებს მხედავს გადაღლილს,
ვებრალები და უნებლიეთ
მშვიდათ ეშვება.

ნ.ტოტოჩავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები