ავტორი: მაკაგელაშვილი ჟანრი: პოეზია 28 ნოემბერი, 2014
წმინდა თამარს
წმიდაო თამარ, ნეტავ ვიყო მობაძავ შენდა... ვიყო ლამაზი, შენდა დარად, სულით და ხორცით... ფერხთ არა მეცვას და მეტეხის ტაძრის კედელთან მიყრდნობილ ვიყო სამშობლოზე გოდება-ლოცვით. თმაგასაშლელი საწუხარი მიმქონდეს ღმერთთან, ლალებს ვწირავდე ხახულის ხატს მუხლდრეკა-კოცნით და მსგავსად შენდა, წმიდა თამარ, ათასმნათობო, ვიყო ლამაზი როგორც სულით ასევე ხორცით.