ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტას
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2014


მოლოცვები ჩემი დაბადებისდღისადმი

მოლოცვები ჩემი დაბადებისდღისადმი
ეკლესიაში ფარისეველთ ისმის ლოცვები.
ეშმაკთ „პიხოტას“ მიჰყვებიან ცისკენ რაშები.
როგორც მტრედები ეშვებიან ძირს მოლოცვები,
რომ უდაბნოში გამამხნევონ, ვით მირაჟები.

ჩემი უდაბნო სიშორეა მგოსნურ იების...
ამ თეთრ ღამეში მანადგურებს უმზეო ალი
და უშენობა სიყვარულით ნაპატიები,
ყმაწვილურ გზაზე გამაწამებს, ვით კანიბალი.

რა უჩვეულოდ მწუხარეა ეს დღე, ჩვეული.
ნუღარ მოველი დედოფლისგან ნანატრ მოლოცვას.
მუხლმოდრეკილი, დედოფლისთვის მე ვიტყვი ლოცვას,
ვით აზაზელი, ანგელოზად გადაქცეული.

მაცხოვრის ჯვართან, დაჩოქილი იცდის მარია...
უკარო კოშკებს მისამღერი აწუხებთ ქართა.
დღეს დონ კიხოტი საქართველოს ბრმა სტუმარია
და დულცინეამ, შეარჩია სახელი მართა.

ახ, მოლოცვებო, მოლოცვებო... თქვენით ვარ სავსე,
იდუმალია თქვენი ვნების ცრუ ხასიათი.
მე უცხო ქალმა დამახურა გვირგვინი თავზე,
მაგრამ სხვა მიყვარს უჩვეულოდ, გრძნობით დიადით.

ეიფორია ხანმოკლეა ჩემთვის უშენოდ,
წააგავს ჯუნგლებს უდედოფლოდ პოეტის ბინა.
დიად დედოფალს მსურს სასახლე, რომ ავუშენო,
მაგრამ მოლოცვით, ფრეილინამ დამაგვირგვინა...
ს. ციბულსკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები