ვტოვებ მოსკოვის პროსპექტს, დაღლილი და ნაკლებად ფხიზელი... კედელზე მიყრდნობილია მეეზოვე... ამ დღეს მეორედ ვხედავ მეეზოვეს... (ის მხვდება მაშინ, როცა ლამპიონები ინთება ადრე, ზამთრის ნაადრევად დაღამებული დღის გამო,) როცა ვბრუნდები სახლში...
დავტოვე მოსკოვის პროსპექტი და მეეზოვეც...
ჩემზე უფროსი გოგო ჩამოჯდა ჩემს გვერდით მეტროში... მე არ შემიხედავს მისი პროფილისთვის, მე მას ვუყურებდი პირდაპირ, მინის დახმარებით და მას ესმოდა ჩემი ფიქრი... მას ნებას ვრთავდი მოედო ჩემს მხარზე თავი და მშვიდად დაეძინა, რომ შეეძლო შემხებოდა და ყოფილიყო ჩემს მხარს მოყრდნობილი სასურველ გაჩერებამდე... მაგრამ ჩვენი შეხება, მხოლოდ მეტროს დამუხრუჭების დროს ხდებოდა...
ახლოვდება სახლი და ავტობუსში ამორბის თხუმეტიოდე წლის ბიჭი, დაბნეული, გამხდარი, სიცოცხლით სავსე... ცალ თვალზე ლიბრი აქვს გადაკრული, იღებს ბილეთს და იქვე დგება, ხალხს უყურებს, მის წინ მოხუცმა გაიშვირა ხელი ბილეთის ასაღებად, ბიჭის ლიბრიანი თვალი ვერ ამჩნევს მოხუცს, მისმა მეორე თვალმა მაშინ შეამჩნია დამჭკნარი თითები, როცა სამი წამი დააკლდა აპარატზე ბარათის დადებას. ბიჭმა მაშინვე გამოართვა ბარათი და ბილეთი აიღო... ამ ქმედებას მისი აღელვება მოჰყვა, მის ლიბრში ჩაიღვარა ტკივილი იმის გამო, რომ მისმა თვალმა გვიან შენიშნა მოხუცის უსიტყვო თხოვნა... მე, კი ვფიქრობ ჩემთვის, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად დავწერ...
ნეტავ სხვასაც თუ უყვები იმას, რასაც მე მეუბნები... ნეტავ სხვა თუ განიცდის იმას, რასაც მე, როცა გისმენ...
მაგრამ ჩვენ განგვიცდია ერთიდაიგივე...
მე, ვიცი, რაც არის, როცა ჩემს ნაწერებს გიძღვნი... მე, ვიცი, როგორი განცდაც მოაქვს ასეთ წრფელ მიძღვნებს...
შენ მე არ მიძღვნი შენს პატარა ჩანაწერებს, შენ სხვას უძღვნი, მაგრამ შენს განიცდი სხვასთან იმას რასაც მე, შენ მიმართ და ეს არის ჩვენი საერთო კავშირი...
მახველებს და დაუფიქრებლად ვიფურთხები... დაღლილი ვარ, ბნელა... ცარიელია ჩიხები... ყელში არის ამოსული ამდენი სიკვდილი და ხმადაბლა ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ყველაზე ფარჩაკული სიკვდილი - თვითმკვლელობაა... რომ უნდა იცოცხლო და დაიტანჯო ამ უსამართლობაში, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი, რომ სხვა გზა არ არის გარდა სიცოცხლისა და ტანჯვის...
სადაცაა გათენდება და ჩემი პირველი შემხვედრი იქნება მეეზოვე... ეს მოხდება მაშინ, (როცა ისევ ენთება ლამპიონები, ზამთრის გრძელი ღამეების გამო)... როცა დავტოვებ სახლს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რომ უნდა იცოცხლო და დაიტანჯო ამ უსამართლობაში, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი, რომ უნდა იცოცხლო და დაიტანჯო ამ უსამართლობაში, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი,
8. წავიკითხე და არ მომეწონა. : ( წავიკითხე და არ მომეწონა. : (
7. ბერო პოეტია'. მოკითხვა იკუშ: * ბერო პოეტია`. მოკითხვა იკუშ: *
6. ბელგრადის მოჩვენებავ, მე რაც მომწონს აქ და საერთოდ, ამ ავტორთან, კი ვთქვი უკვე, ქვემოთ :)
ბელგრადის მოჩვენებავ, მე რაც მომწონს აქ და საერთოდ, ამ ავტორთან, კი ვთქვი უკვე, ქვემოთ :)
5. ნეტავ სხვასაც თუ უყვები იმას, რასაც მე მეუბნები... ნეტავ სხვა თუ განიცდის იმას, რასაც მე, როცა გისმენ...
ვკითხულობ, ვკითხულობ, ვკითხულობ... რაღაცნაირია, ახლობელი ))) ++ ნეტავ სხვასაც თუ უყვები იმას, რასაც მე მეუბნები... ნეტავ სხვა თუ განიცდის იმას, რასაც მე, როცა გისმენ...
ვკითხულობ, ვკითხულობ, ვკითხულობ... რაღაცნაირია, ახლობელი ))) ++
4. ანუ. რა მაინტერესებს. რაღაცას რომ დავწერ, თუ ყოველი რამდენიმე (ან ერთი, ან ა.შ) სიტყვის შემდეგ შემდეგი ხაზიდან გავაგრძელე წერა, ანუ ლექსის ფორმა მივეცი, ე.ი ლექსს ვწერ და ე.ი პოეზია ჰქვია? ქალბატონ ირმას კი ვეთანხმები, მაგრამ.
ანუ. რა მაინტერესებს. რაღაცას რომ დავწერ, თუ ყოველი რამდენიმე (ან ერთი, ან ა.შ) სიტყვის შემდეგ შემდეგი ხაზიდან გავაგრძელე წერა, ანუ ლექსის ფორმა მივეცი, ე.ი ლექსს ვწერ და ე.ი პოეზია ჰქვია? ქალბატონ ირმას კი ვეთანხმები, მაგრამ.
3. ჯონათან ეგ ეგრეა, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ეს ლექსი მოგეწონა? ჯონათან ეგ ეგრეა, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ეს ლექსი მოგეწონა?
2. რომ უნდა იცოცხლო და დაიტანჯო ამ უსამართლობაში, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი, რომ სხვა გზა არ არის გარდა სიცოცხლისა და ტანჯვის...
:))) თუმცა თვითმკვლელობა ყოველთვის არ არის ყველაზე ფარჩაკული სიკვდილი რომ უნდა იცოცხლო და დაიტანჯო ამ უსამართლობაში, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი, რომ სხვა გზა არ არის გარდა სიცოცხლისა და ტანჯვის...
:))) თუმცა თვითმკვლელობა ყოველთვის არ არის ყველაზე ფარჩაკული სიკვდილი
1. ეს ბიჭი გულისთვალით ხედავს და წერს.
ეს ბიჭი გულისთვალით ხედავს და წერს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|