ნაცნობი კაფე და ნაცნობი მანძილი, შენ ბინა, მე კიდე სოფელი ნისლებით, ვნებიან ბაგიდან მე და შენ კოცნისას, ფინჯანი "ჩაივით" ნელნელა ვიცლებით. ცივა და თვალები თვალებით გევსება, მზერაა დაცლილი ფიჯნანი "ჩაივით", ერთ ღიმილს მაჩუქებთ? მეტი გაქვთ ეგება, მპასუხობ: სხვას ნახავ, სულ მალე გაგივლით. შენ ბინა, მე კიდე სოფელი ნისლებით. გაცილებს ქალაქი, მე კიდე შარა გზა. კაფეში მელანის გულივით იცლებით, მე გზები, ზამთარმა უფრო რომ დარაზა, შენ კაშნე, ჩაი და ტანს ითბობ "კარმასთან", ჩემთან კი ღერს ღერზე ეწევა ბუხარი, მსუბუქად ნაყრდები, დრო არის ლანჩის და ჩემთან მას კვლავ ქვია, კვლავ ქვია სამხარი. ქუჩები ძველდება, დროს ყვები ვალსივით, დიორი, ვიტონი, ფენდი და შანელი, დაგედო კისერზე ცხოვრების ვალივით, ქალაქი, მე კიდე გზასველი სოფელი. თუმცა კი ძვირფასო, ღმერთს სურდა ეგება, კაფესთან დგას სულ სხვა, ჯელტმენი კაცია, არ უთხრა, მის თვალებს უხდება პერანგი, ტუფლებზე ეგება ტალახი აცხია. ნაცნობი კაფე და ნაცნობი მანძილი, შენ ბინა, მე კიდე სოფელი ნისლებით, ვნებიან ბაგიდან მე და შენ კოცნისას, მელანის გულივით ნელნელა ვიცლებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აი ეს "ფინჯანი ჩაივით" ძალიან მალმალე განმეორდა და ცოტა ცუდად ხვდება თვალსა და ყურში. მეტი არაფერი... ძალიან მომეწონა აი ეს "ფინჯანი ჩაივით" ძალიან მალმალე განმეორდა და ცოტა ცუდად ხვდება თვალსა და ყურში. მეტი არაფერი... ძალიან მომეწონა
3. პაპუნ, რომელი სოფლიდან ხარ?
ლექსი კარგია!!!! +4 პაპუნ, რომელი სოფლიდან ხარ?
ლექსი კარგია!!!! +4
2. ცოტა გაწელილია, მაგრამ მომეწონა + ცოტა გაწელილია, მაგრამ მომეწონა +
1. კარგია ჩანაფიქრი და უკეთესადაც შეიძლებოდა გადმოცემა, ისე მომეწონა წარმატებები კარგია ჩანაფიქრი და უკეთესადაც შეიძლებოდა გადმოცემა, ისე მომეწონა წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|