ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთრი ჯადოქარი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2014


......მინდა....

მინდა შევიმოსო სიშავეში შავისამოსით,
რომ მთლად შევერწყა სიბნელეთით მოცულ დროებას,
მინდა სითეთრეში თეთრ კედელზე თეთრად რომ ვხატო,
ცრემლად დადენილი რომ ვუსმენდე ზეცით გოდებას.
მინდა ზღვას ვუყურო, ლურჯად შეღებილი
ფუნჯი რომ მეჭიროს მე ცის შესაღებად,
მინდა კარი მქონდეს, მხოლოდ ერთი კარი
შესვლას არ ვითხოვდი, მხოლოდ შესაღებად.
მინდა კარის იქით მხოლოდ შუქი იყოს
შუქი სიბნელეთის დროის შესაცვლელად
და იმ დატყვევებულ ნათელ წმინდა სხივებს
კარს რომ გავუღებდე თავის დასაღწევად.
მინდა სიშავეში თეთრად შევიმოსო თეთრი სამოსით,
ირგვლივ ვანათებდე თეთრი სხივებით შავბნელ დროებას,
მინდა მომღიმარი ზეცას ვუყურებდე თვალთა ბზინვარებით
და ვზეიმობდე სიბნელეთისგან განმხოლოებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები