ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2014


საახალწლო

ქართველები საახალწლოდ თონის პურის რიგში დგანან,
ქვეყნად მეტი საზრუნავი რაღა უნდა იყოს განა?
მდიდარ სუფრას დაამშვენებს : გოჭი, ტოლმა, საცივები,
ოლივიეს და გოზინაყს მაცივარში აცივებენ.
იხარჯება ბლომად წყალი, ყველას უწევს ბანაობა,
სადღაც 2 საათისთვის უკვე კარგად ქანაობენ
შემთვრალები თეთრი ღვინით, ნაყიდით ან ნაჩუქარით,
მთელ იანვარს ლოთაობენ, სადღეგრძელოს აუჩქარეთ,
გარეთ ისევ სუსხი მეფობს თუმცა მინდა აუ, გარეთ,
დღეს კი ოცდამეერთეჯერ სოხუმს გვერდი ავუარეთ,
ერთნაირად უხარიათ: ვაკეს, გლდანს და თემქის დაბლობს,
აი, უკვე მერამდენედ თავს ვარიდებთ სამაჩაბლოს,
ქვეყნად მეტი საზრუნავი რაღა უნდა იყოს განა?
ქართველები საახალწლოდ თონის პურის რიგში დგანან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები