აღვირახსნილი, დაუდნობელი, დრო მუსტანგივით მიაპობს სივრცეს... თითქოს ნაცნობი, შეუცნობელი, ყველამ იხილა, მაინც ვერ იცნეს...
მიდის და ტოვებს აწმყოს წარსულად, დალეწვა ყველა ყოფის კარიბჭე! ვერას მოსწრებით შეშინებულმა სევდის ხანჯალი მკერდში დავირჭე!
ყოველი წამი წარსულის ტყვეა, ყოველი დღე და ღამეც ყოველი... თითქოს სამყარო უღანი ტყეა, არ ვიცი შემჭამს როდის, რომელი...
არ დამიკარგავს თუმც შემართება, არ დამიკარგავს თუმცა იმედი, სიღმრიდან ვიგრძენ რაც მემართება მიზანსახული ღმერთთან მივედი...
მე მივაგენი დროსი გასაღებს, ვიცირომ უფალს უპყრია ხელში, დრო ვეღარ ნახავს თავის წასაღებს, დავინერგები უვდავთა ველში...
აღვირახსნილი, დაუნდობელი, დრო, მუსტანგივით მიაპობს სივრცეს! მე არ მაშინებს გზა ულმობელი, ვისაც რა უნდა, ადგეს და მისცეს..!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +++. 18/12/14წ. ნექტარი. +++. 18/12/14წ. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|