ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მიმოფენილან სუბტიტრები სადღაც შენამდე, თითქოს ღმერთია ჩვენს შორის და ერთი კვარტალი სულის შებერვა, მომიტევე, ანუ შემინდე, თუ გვირილებით ვერ მოვედი, მაინც დამხატე.
რომ დავიწყება შეუძლიათ მხოლოდ ნაბიჭვრებს ცხადია ,რადგან მილიონჯერ ნათქვამ ლექსივით თავი მომბეზრდა, უშენობა ძვირი დამიჯდა, ფხად გამეჭედა მარტოობა-მჭრელი მესერი.
დღე მეტნაკლებად, საგიჟეთის ფერი კედლები, ყვითელი მთები მივახატე ყველა კალენდარს რომ მოგატყუო მომძებნე-თქო არ გევედრები, არ მეკადრება ,სიმხდალეა გადაბრალება.
წრეზე დავდივარ, შუბლზე ვიბჯენ თოფს და წელამდე სისუსტე მიდგას, მეშინია, გაგეცინება, რომ მე ,ცხოვრების- ცუდი წიგნის ერთი მწერალი, სხვებზე მეტი და შენს თვალებზე განგებ მცირე ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეს წითელი ხელი ალბათ ნაბიჭვრებს-ის გამო,
არის აქ კარგი რაღაცები, წარმატებები ++ ეს წითელი ხელი ალბათ ნაბიჭვრებს-ის გამო,
არის აქ კარგი რაღაცები, წარმატებები ++
2. კარგია, უცენზურო ვერაფერი ვნახე კარგია, უცენზურო ვერაფერი ვნახე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|