სადღაც იმ მთაზე შავი ბერია, ცხოვრობს უფლისთვის განმარტოვებით. აქ კი ბრწყინდება კვლავ იბერია ტალახის სვრით და უღმერთოებით... სადღაც იმ მთიდან ისმის გალობა, ლოცვა, დიდება ჯვარცმული ღმერთის. აქ კი გამეფდა უმოწყალობა, ქალაქში მძაფრი სუნი დგას დენთის... სადღაც იმ მთაზე დუმან ლოდები და შეჰყურებენ შავ ბერს თვალებში. აქ კი ყოველდღე მტერს ველოდებით, იარაღზე გვაქვს თითი ქამრებში... სადღაც იმ მთაზე მგლები ყმუიან და სახარებას უკითხავს ბერი. აქ ბიბლიითაც ხშირად ტყუიან, თვალდახუჭული კითხულობს ბევრი... სადღაც იმ მთაზე თეთრი ნისლია, ცვარით მოიბანს ბერი მშვიდ სახეს. აქ კი ყოველდღე ტყვიას ისვრიან, აქ კი ყოველდღე გიგებენ მახეს... სწორედ ამ მთიდან მოსჩანს ყოველი, თვალცრემლიანი გვიყურებს ბერი. მცხეთას ვაშენეთ სვეტიცხოველი, უტას მოვჭერით მარჯვენა ხელი... და ასე გადის მრავალი წელი, ლურჯს ენაცვლება კვლავ შავი ფერი. ჯერ კიდევ უჭრის სატანას ცელი, სიკვდილის სუნსაც ხშირად გრძნობს ბერი... .................................................................. ახლა იმ მთიდან ისმის ტირილი, გაწბილებული დემონთა გლოვა, ჭილოპში თეთრ წვერს ამკობს ღიმილი იცის რომ ღმერთი ,, მეორედ მოვა "!..
ლევან ჭიტაძე 02.09.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ მომეწონა ((( არ მომეწონა (((
4. ჩემო ტროა, მაგაზე არც მიფიქრია რომ ვინმეს განწყობა გამეფუჭებინა, მე მაპატიეთ... თან ახალი დარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე და ვერ გავუგე თავიდან ცოტა არ იყოს. სხვათაშორის მეც ძალიან კარგი ახალი წელი მქონდა ჩემს სამშობლოში ;) ჩემო ტროა, მაგაზე არც მიფიქრია რომ ვინმეს განწყობა გამეფუჭებინა, მე მაპატიეთ... თან ახალი დარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე და ვერ გავუგე თავიდან ცოტა არ იყოს. სხვათაშორის მეც ძალიან კარგი ახალი წელი მქონდა ჩემს სამშობლოში ;)
2. ლევან ბატონო, ერთი ეს მიბრძანეთ, 2 სექტემბერს დაწერილი ლექსი რატომ დადეთ 30 დეკემბერს? ძალიან ხალისიანი ახალი წელი რომ არ გვქონდეს მაგიტომ? შეგეშალათ. მე ძალიანაც მაგარი ახალი წელი მექნება ჩემს სამშობლოში, შენ კიდევ შავ ლოდებს უყურე!... ლევან ბატონო, ერთი ეს მიბრძანეთ, 2 სექტემბერს დაწერილი ლექსი რატომ დადეთ 30 დეკემბერს? ძალიან ხალისიანი ახალი წელი რომ არ გვქონდეს მაგიტომ? შეგეშალათ. მე ძალიანაც მაგარი ახალი წელი მექნება ჩემს სამშობლოში, შენ კიდევ შავ ლოდებს უყურე!...
1. ყველაფერი ჰო მაგრამ, ჩემი აზრით არაა ეს კარგი ლექსი. რავიცი ყველაფერი ჰო მაგრამ, ჩემი აზრით არაა ეს კარგი ლექსი. რავიცი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|