მე შენ გიწოდებ ესმერალდას, კოცნის წადილით და რბილ ტუჩებში ამოვიცნობ კიდეც მოახლეს, ძველ, მარგალიტის საყურით და ლურჯი მანდილით. ო, ესმერალდა გამისწორე თვალი, მომანდე.
მე მინდა წამი დავიჭირო, მაგ თვალებიდან არ გამეპაროს ჟანას სევდა, ქუთუთოებიც (გულისფანცქალიც რომ ეტყობა) ფუნჯის ვნებიან, ნელ მონასმებით ვანებივრო და ამ მოთელვის
შემდეგ ვთქვა: „დიახ, ეს დუელი უთუოდ დღესვე შედგეს“ და თუნდაც არ დავბრუნდე ჩემივე ფეხით, გამხმარ ფოთლებს კი ვეღარასდროს ვაწერდე ლექსებს, მზად ვარ, ცხელ სიტყვებს შევაგებო ხიფათის ეშხი...
ო, ესმერალდა, გესმის, გუშინ ატეხილ ღელვას სულ დაულეწავს ჯებირები, ამბობენ, მსხვერპლიც კი ყოფილაო... ღმერთო ჩემო! დაქცეულ ზეცას ის აღარ ეყო, მოეგლიჯა ნიღბები ჩვენთვის.
ო, ესმერალდა ხედავ, როგორ ახელებს ცხენი?! სიკვდილადაც ღირს უაღვუროდ მისი ჭენება და ვინც იკმარებს, აღესრულოს ისე, რომ მხეცის ამოსუნთქვით ხარს კორიდაზე აღარ შეებას
ის სულელია, მე კი - უფრო და მაგ თვალებსაც ერთ-ერთ ტილოზე გადატანით ხოტბას შევასხამ და მაშინ, ჩემს თავს ჩავჩურჩულებ, როგორც თავნება: არ გამეპარა ჟანას სევდა, ო, ესმერალდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა ყველას.ყოველი კომეტარი მნიშვნელოვანია ჩემთვის. დიდი მადლობა ყველას.ყოველი კომეტარი მნიშვნელოვანია ჩემთვის.
3. + .26/12/14წ. ლამაზია. ნექტარი. + .26/12/14წ. ლამაზია. ნექტარი.
2. საერთოდ ვერ დავინახე ესმერალდა :/ საერთოდ ვერ დავინახე ესმერალდა :/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|