ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2014


---

ბოლო ხანებში თანაბარი დოზით მაცინებს
კინოთეატრის ანდა ტაძრის ლუწი რიგები
და ღმერთის ხელით მოწოდებულ თითო ვაქცინას
თავად ვიკეთებ, რომ დაგცინოთ. ეწესრიგობა
ალბათ მოგდგამთ დედის ან მამის
ან შესაძლოა, რომელიმე მეზობლის მხრიდან...
თქვენ ისე გინდათ მიირთმევდეთ სადილზე მამონტს,
უკეთ რომ ითქვას, ჩემი ქათმის ნაძვალევს ღრღნიდეთ,
მაგრამ ვერცერთით გამოძღებით, თანაც მეტადრე
მშიერი კუჭით ვერ დაანგრევთ უმყიფეს ტიხარს-
მის იქით რიყავთ, ვინც შეაჯდა მორფინს, მეტადონს,
არადა, ამ დროს სათითაოდ ფუნაში ზიხართ
და ეს პროგრამა, სადაც ზიხართ, გრძელვადიანად
არის ღმერთივით უსასრულო და მის ვაქცინას
ვერ მოგაწოდებთ, ღმერთმა მითხრა: "ადამიანი
მე არ მჭირდება, ვინც ძილის წინ არ გამაცინებს".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები