ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიისღმერთი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


შემოდგომით...(ნათზ–ს)


მოვიდოდი შემოდგომით
ვით ფოთლების ნაზი თოვა
ყვითელ ფერით მოვქარგავდი
მოვქარგავდი ბაღს და ხეხილს
რომ ვიცოდე ამ ეზოში თუმც არასდროს არ შემოვა
(მოვაწყობდი ჩემს სამოთხეს)
ავიყვანდი ჩემი ფეხით..
შემოდგომა გაივლის და გათეთრდება ირგვლივ არე
მხოლოდ ჩემი გადარჩება: სამოთხე და ბაღი ფერთა.
ირგვლივ ყინვამ ჩამოახმო, თუკი სადმე გავიარე
თუ კი რამე გადარჩა და ისიც ჩემში დაიფერფლა.
მოვიდოდი ისე როგორც
ეგ ფოთლები გუშინ ქარში
მარტოობას გაქცეულნი ჩამომსხდარან ჩუმად, ერთად.
მათ სახეებს
სიყვითლე რომ გადაჰკვრიათ (ნაომარი)
დაღლილებს და ბედნიერებს
შიში სულში შეაბერდათ.
ნუ მოცდები ოცნებისთვის რადგან ხშირად ღირდა ბრძოლა
დრო გავა და დაბრუნება
მისი არის უკვე ძნელი
რომ შემეძლოს ოცნებებში თუნდაც შენი შემოყოლა
ჩათვალე რომ ეს სიცოცხლე,
ჩემი შენსას მივუძღვენი.
მოვიდოდი შემოდგომით
ვით ფოთლების ნაზი თოვა
ყვითელ ფერით მოვქარგავდი
მოვქარგავდი ბაღს და ხეხილს
რომ ვიცოდე ამ ეზოში თუმც არასდროს არ შემოვა
(მოვაწყობდი ჩემს სამოთხეს)
ავიყვანდი ჩემი ფეხით..
ბ.გ. 07,12,2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები