ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2015


უშენოდ გავძელი

პირატული ფერები,
ნაფერები,
მხოცავს უბიწობა,
ნათენები,
შენი უსახობა,
ნაცრემლები,
როცა უღიმღამოდ,
მახსენდები,
შენი სუნთქვა,
ჩემი ჯავრი,
ნაბრძოლები,
შენი თავი,
ჩემი გრძნობა, ნალოთები,
შენი სურვილები,
ასოცები,
ჩემზე ამბოხიდან გამომძვრალი,
შენზედ ფიქრში ღამე,
ნალოცვები,
ჩემი ერთი სიტყვა და ნამღერი,
და შენი ცხოვრება,
და ჩემი ნაღველი,
და ჩემი თხოვნა და
შენი ნამღერი,
და ერთი კოცნა და ერთი მტკაველი,
და ერთი სუნთქვა-ღა,
დამრჩა-და რას ელი,
გავძელი,
უშენოდ გავძელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები