| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2015 |
ყვითელაქლემიან ქაღალდში გახვეული თუთუნიც რომ ვეღარ გირტყამს მკერდში ჩაწეპებულ მარტოობას, და ფიქრობ ძველ-დრო-მონატრებულ ბაბუსავით იაფიანი ხის მუშტუკით ,,ასტრა" გააბოლო, აქ ხვდები, რომ აღარ გიშველის ზიმბარდო და ანალიზი-ფსიქო, აღარც სატიეს იმედმომცემი ჯაიმინოპედიები, არც გამოცდილი, თვალში ომ-ჭურვ-ჩარჩენილი სიკვდილისთვის გამზადებულ შუა ხნის მამაკაცის "დრო გიშველის" გაგინათებს თვალში ჩაკრულ შავბნელ ნელხვეულებს, მის ჩახუტებაზე ფიქრიც ვეღარ და-მა-თრთოლებს, ეს რა დამემართა! დავპანიკდი, ბოლო იმედიც წაილეკა?!
მხოლოდ შენ მიშველი, ყველაფერო, სადღაც რომ ხარ. მოცეკვავე, ველოსიპედზე შავი კაბით შემომჯდარი. ოდესმე მეც დავწერ წიგნს, და წინ წავაწერ, როგორც მრავალი აწერდა: ,,ჩემს დას, დედას, მეგობარს, მეუღლეს და ჩემს ცხოვრების აზრს..." და არ ვიფიქრებ რომ ამ ტრაფარეტიზმს არ ელოდნენ ჩემგან უცხო მეგობრები. და რომ გამოვცემთ, ჩემს წიგნს, ჩვენით ზეაღვსებულს, და მიკროფონთან გადავუშლი უცხოთ სულის რაღაც ნაგლეჯს, მკერდთან დაკრეფილ ხელებით და ფართო ღიმით გაიბრწყინებ - ჩემთვის! და შენს წითელ კაბაში, შენს მღელვარე მუცელში, შენს ბავშვურობით განათებულ პაწია ნაკვთებში, მივხვდები, - რომ ის ყველაფერი, ამ წამად ღირდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|