დედი შორსაა მაგ სახლიდან ჩემი კარები, დგას დეკემბერი,ცხოვრებისგან დაფეხვილები ვყრივართ რადგანაც იქნებოდა უფრო მარაზმი ვყოფილიყავით, თოვლია და ნაფეხურები
ჭრიან დათოვლილს, აქ ძმასავით მიყვარს ყველა და ყველას უყვარხარ, უნახავად შეუცნობელად მახსოვს რა გულით მაფრთხილებდი სანამ ყელამდე ჩავეფლობოდი, რომ არავინ შემიცოდებდა,
დედი ღმერთივით გელოდები, ვიცი შენამდე რიგი წლებია, ტკივილი და ერთი საკანი, ახლა უბრალოდ ვერ გავბედავ გითხრა შემინდე ახლა უბრალოდ შეიბრალე ჩემი აკვანი.