ჩავკიდოთ ხელები, გავუყვეთ შარაგზას, მღელვარე ფიქრები გავანდოთ არაგვსაც. კვალდაკვალ ვაგროვოთ ნატვრები დაყრილი, ცაზე ვაერთოთ ღრუბლები გაყრილი. და როცა ისევ წვიმა დაიწყებს მზე არსებობას გადაგვავიწყებს. მე და შენ, შენ და მე მივყვებით ნაპირებს, ვგრძნობ რომ ზამთარი მოსვლას აპირებს, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები გამთბარი და მერე მოვიდეს თუ უნდა, ზამთარი.