ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ჭიტაძე
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

ერთი მუჭა იმედი

..... ერთი მუჭა იმედი .....

ღამე დავეძებ საკუთარ ლანდს და
ვიპოვნი ადრე თუ გვიან მგონია,
სხეულს მისერავს ნაცნობი განცდა
ვფიქრობ თავად ვარ დღეს აგონია.

არვიცი რატომ მაგრამ ფაქტია,
გაცრეცილ სახეს მარიდებს ქუჩა,
წვიმის მოუსხამს სველი მანტია,
დამაქვს იმედი სულ ერთი მუჭა.

ზოგი დაცინვით მაყოლებს მზერას,
მელექსეაო... პოეტობს ბიჭი...
მე მუხლმოყრილი ვაგრძელებ წერას,
უპოეზიოდ რავქნა თუ მიჭირს.

აშლილი ფიქრებით ვალაგებ აბზაცებს,
ვიხსენებ ტერენტის და ხანაც ტაბიძეს,
ვიღაცას ეს ჩემი სიმთვრალე აბრაზებს,
ვიღაც კი საერთოდ არაფრად დაგიდევს.

ასე დაღლილი დავჯდები სადმე,
ავქვითინდები ყმაწვილ ბიჭივით,
რადგან ის მტკივა რაც ჩვენით დავთმეთ
და ახლა ძარღვში სისხლი მიყივის.

სისხლი მიყივის... ხტის არტერია...
როცა საკუთარ სახლში მჩაგრავენ...
მოყვარედ მოდის, მაგრამ მტერია,
მიწას მართმევენ, სულს მიძარცვავენ.

მაგრამ თავს ზევით ვერ ვხედავ ძალას,
რადგან ერთობას არ უჩანს პირი,
და მოწყენილი დავწვდები კალამს,
ვწერ ჩუმად ლექსებს და გულში ვტირი.

ასე ვეძებდი საკუთარ ლანდს და
ვფიქრობ ტყუილად რომ არ ვიარე,
და ზურგშექცეულს, დაღლილს
და გამცვდარს
მუჭა იმედი გავუზიარე...

                                  ლევან ჭიტაძე
                                2015 წ. იანვარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები