 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 27 იანვარი, 2015 |
მსურს, პოეზია იყოს მანამ, სანამ სკაფანდრი არის საჭირო, რომ იხილო ღია კოსმოსი, რომ ეს სიტყვებიც ფრთამსუბუქი და კაფანდარა გიკითხო ყველა ძილისპირულს, როცა მიმოზა- შენი თვალების ანტიპოდი, რაღაც სხვა ფერის, სხვა სათქმელს იტყვის, არსაიდან რასაც ველოდი, შენ, როგორც წესი, დამიძახებ ცრუს და აფერისტს, ყველა მლიქვნელს კი თვისი წილი უნდა ჰეროდე ანდა ნერონი, რომ გადაწვას, ისევ ლექსისთვის ან ჟანა დ'არკი ლექსისათვის კოცონს რომ ანდონ... ვხედავ სარკეში ჩემი შუბლი ორთქლმა შენისლა და ახლა მინდა, რომ ეგ ბაგე ცხვირზე მომადო
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა ეს ფრთამსუბუქი და კაფანდარა სიტყვები :)
მომეწონა ეს ფრთამსუბუქი და კაფანდარა სიტყვები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|