რატომ არ გესმის ჩემი ხმა, მოყვასო?! - გულანთებული ყველა ენაზე მოგმართავ, რაც კი არსებობს ენები; სამყარო ავახმიანე, და შენ ვერაფერს გებულობ, რა გულმოდგინედ დაგიცავს ყურები - ყურსასმენებით?!
რატომ ვერ მხედავ, დაბრმავდი თუ სხვა ღმერთბმა გაგართეს?! ნახე, აქ, ეს ქვაც მე ვარ და იქ, ის კლდეებიც, ვეება. ნუთუ ვერ ამჩნევ, მოყვასო, რომ თვალის ჩინი წაგართვეს შავ-თეთრმა, ვარდისფერმა და "სამი-დე" სათვალეებმა?!
მიდი, დაამხე კერპები და ჩემს მოსმენას გასწავლი, გეტყვი რას ეჩურჩულება მინდვრის ცვარ-ნამი - ალიონს, მზის საიდუმლოს გაგიმხელ, მისი ასავალ-დასავლის, გიჩვენებ, როგორ ქაჩავენ, მთები, ნისლების ყალიონს...
გასწავლი, როგორ მიპოვნო საწყისში ყველა ქმნილების, აგიხსნი სიყვარულისთვის ყოველ დღე რატომ ვევნები, ოღონდაც გახდი, მოყვასო, თანამზრახველი ცვლილების: - მოიძრე ეგ სათვალე და წყეული ყურსასმენები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომწონს ლექსის პათოსი! მომწონს ლექსის პათოსი!
2. მოკითხვა ირაკლი. შენეული თემა და სტილია.
ყურსასმენებში კარგი რამეების მოსმენაც შეიძლება გააჩნია ადგილს და სიტუაციას ;)
გინახულებთ 5-ში მოკითხვა ირაკლი. შენეული თემა და სტილია.
ყურსასმენებში კარგი რამეების მოსმენაც შეიძლება გააჩნია ადგილს და სიტუაციას ;)
გინახულებთ 5-ში
1. გიჩვენებ, როგორ ქაჩავენ, მთები, ნისლების ყალიონს
იდეა უფრო მომწონს, ვიდრე შესრულება. გიჩვენებ, როგორ ქაჩავენ, მთები, ნისლების ყალიონს
იდეა უფრო მომწონს, ვიდრე შესრულება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|