ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2015


***

განვლილი დღეები სცილდება კალენდარს,
ეცემა მიწაზე დამჭკნარი ტოტივით,
ამინდიც რატომღაც წამებში იცვლება,
ლექსებსაც ვეღარ ვწერ ჩვეული მოტივით.
რომ ვტირი ცრემლები მაკვდება ლოყებზე,
მწარეა, ზღვის გემოს ჩამოჰგავს სიმლაშით,
ნერვები ავაწყვე დაშლილი სტროფივით,
ვბერდები შეშლილი ფიქრების წვიმაში.
ცხოვრების წიგნივით დაწერილ ნოველებს,
ლექსებს და ოცნებებს ფერი აქვს ვანილის,
ვფიქრობ და მჯერა, რომ დიდი გზა მომელის
ცხოვრების და ვიცი, რომ ესეც გაივლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები