ესეც ზამთარი ,შენ კი ელი მის თეთრ განაჩენს ფანჯარასთან და ყავის ჭიქას ხელებს მიათბობ, მე კი სისხლივით დამიდიხარ ახლა მაჯებში, სიცივე რაა- ჩემში შენით ზამთარს დავაფრთხობ.
დღეები ახლა დაემსგავსა თითქოს წვალებას, ჩვენ შორის სივრცე ცისკენ მიაქვს უკვე სხვა ნიავს, ასე მგონია შენ გიყურებ თვალებში როცა, ღვთისმშობლის ხატთან თოვლისფერი ვარდები მიმაქვს.