ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულისტუზა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2015


დაკარგულ სიყვარულს

მინდა ვიყო შენი გათენება დილის
ანდა თუნდაც, ღამე, რომ არ გიყვარს ძილი
მინდა ვიყო შენი ერთი ჭიქა ყავა
რომ შემიგრძნო სხეულში თბილ სითხედ რომ წავალ.
მინდა ვიყო შენი სიგარეტის ღერი
შენს ტუჩებზე მოვკვდე მხოლოდ შენი ხელით..
მინდა ვიყო წიგნი, საკითხავი შენი
ინტერესით კვდებოდე, ნერა წინ რა მელის.
მინდა ვიყო შენი ამოსუნთქვა თუნდაც,
ანდა ვიყო ჰაერი, ის, რითიც შენ სუნთქავ.
მინდა ვიყო ზაფულში  შენთვის სიო გრილი
მე მასზეც კი ვეჭვიანობ როცა წამომივლის.
მინდა ვიყო შენი ობიექტი სიზმრის
გულისცემა, დარდი, განცდები და ფიქრი..
სივრცე მინდა ვიყო, იქ, სადაც შენ ცხოვრობ
შენი მინდა ვიყო მე ამქვეყნად მხოლოდ.
მაგრამ რადგან ღმერთმა არ ისურვა ასე
რომ შენს თვალებს ვუყურებდე სიყვარულით სავსეს
რომ შენს გვერდით სულ მალე სხვა დაიდებს ბინას
მე კი, სულ სხვა საწოლში, სულ სხვა კაცთან მძინავს..
მე უბრალოდ მინდა ვიყო მხოლოდ შენი
სამუდამოდ თუ არა, ერთი ღამით მაინც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები