ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
18 თებერვალი, 2015


მაია ანჯელოუ - უარყოფა

ჩემო,
სრა-სამყაროთა სხვა ცხოვრებებში,
თუ ვფლობდი რასმე:
შენს ტუჩებს,
შენს ხელებს,
შენს თამამ სიცილს -
მოურიდებელს.
იმ სიამეებს, რომლებიც მიყვარს.
თავდაჯერებით ვიტყვი, რომ
კვლავაც შევხვდებით ერთურთს,
იქ - რომელიმე სამყაროს
უთარიღო, შორ მომავალში.
დაუოკებელ სხეულს ვიწვევ
და მსურს პირობა -
საამო შეყრის - ერთხელაც,
რის გარეშედაც
მე არ ვაპირებ სიკვდილს.




Refusal

Beloved,
In what other lives or lands
Have I known your lips
Your Hands
Your Laughter brave
Irreverent.
Those sweet excesses that
I do adore.
What surety is there
That we will meet again,
On other worlds some
Future time undated.
I defy my body’s haste.
Without the promise
Of one more sweet encounter
I will not deign to die.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები