ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.ნანობაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

ეპილოგი.

*  *  *
თვეები გადიან, თვეები შიშველი
ხელებით ფატრავენ ჩვენს შორის მანძილებს,
ხანდახან ,როდესაც ვერავინ მიშველის
ჯობია უბრალოდ ავდგე და გავცილდე
ქუჩას და ამ ქუჩის უამრავ დაღვრემილ
სილუეტს რიგებად დაყრილებს გზადაგზა,
შიმშილით კვდებიან შარაზე ძაღლები
როდესაც ნამდვილმა ძაღლებმა დარაზეს
ლითონის კარები, აქ ისევ აცივდა
და ყველა სახლშია, იმდენად სახლში რომ არ უნდათ დანახვა
ნამუსი აღარ გვაქვს, ქარები აწივლდნენ
მე ვდგავარ, მე ისევ იმ ქუჩის გადაღმა
დავკიდე სიმართლე, რომელიც ქალაქმა
გასვარა ტალახში.

მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან მაგრამ აქ
ტკივილებს დავნებდი, უბრალოდ ამაღამ
მე ვდგავარ სადაც შენ, მხოლოდ შენ ანათებ
და ვთბები, და გიცდი
მარად ჟამს,
მარად ჟამს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები