ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათანა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2015


* * *

ეს, ასე მოხდა:
არ დაველოდე შუქნიშნის ნებადართულ ფერს
და გადავედი(თ), უკანონოდ, მეორე მხარეს.
დაგვაჯარემის.
ოთხმოცი ან უფრო მეტი
წლის და სამოცამდე წლით უმცროსი,
სამ-სამი ლარით.
„ვილვეტის“ შარვალს
წამლების პარკს და
შავ გაცრეცილ ტყავის პალტოს, ვხედავდი მხოლოდ,
იმ რაკურსით. (უფრო მაღლა ვეღარ ავწიე)
შემდეგ ჯიბისკენ წავიღე ხელი
და ვერ გავბედე.
წამოვედი.
ეს, ასე მოხდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები