 | ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია 24 თებერვალი, 2015 |
გამახსენდება,მთების კალთები, ან დავივიწყო,როგორ და რითა, მწყემსთა ნავალი იალაღები, და ქარაპები ნახტომი ჯიხვთა.
გამახსენდება,მთების გულმკერდზე, ცივნი წყარონი,ჩქეფით რომ დიან, სადაც შუნები,ციკნებს იგებენ, სადაც შურთხები,წიწილებს ზრდიან.
სადაც მებატკნის სალამურის ხმა, ბალახის ბიბინს,მოჰყვება ქვევით, სადაც წყარონი მოწკრიალებენ, ბუერის ფოთლებს,უვლიან ლხენით.
სადაც ოდესღაც,მამა-პაპანი, ჩეჩენ-დაღისტნელთ,ხმლებით უტევდნენ, მათ გადმოსავალ ვიწრო ბილიკებს, შუბჩაბღუჯულნი,ღამეს უთევდნენ.
ოცნებით,ახლაც მთათუშეთში ვარ, დართლოს ციხეებს ვეხები ხელით, და ბოდიშს ვიხდი,თუ ვერ ავღწერე, თმა შევერცხლილი,მეცხვარის ენით,
გავა ზამთარი,დავტოვებთ სამუხს, ღრუბელთ ქარავნად,ვაქცევთ ცხვრის ფარებს, თვით სტიქიასაც დავიმორჩილებთ, ჯოხით შევლეწავთ,კოსმოსის კარებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გაიხარეთ,უგრმესი მადლობა! მებატკნეები,პატარა ბიჭები იყვნენ მწყემსებად,ყველაზე ნაკლები საქმე ჰქონდათ და ალბათ იმიტომ დაწერა ეგრე პაპამ))) გაიხარეთ,უგრმესი მადლობა! მებატკნეები,პატარა ბიჭები იყვნენ მწყემსებად,ყველაზე ნაკლები საქმე ჰქონდათ და ალბათ იმიტომ დაწერა ეგრე პაპამ)))
5. გაიხარეთ,უგრმესი მადლობა! მებატკნეები,პატარა ბიჭები იყვნენ მწყემსებად,ყველაზე ნაკლები საქმე ჰქონდათ და ალბათ იმიტომ დაწერა ეგრე პაპამ))) გაიხარეთ,უგრმესი მადლობა! მებატკნეები,პატარა ბიჭები იყვნენ მწყემსებად,ყველაზე ნაკლები საქმე ჰქონდათ და ალბათ იმიტომ დაწერა ეგრე პაპამ)))
4. მაგარი ხარ თუშო! მაგარი ხარ თუშო!
1. ++მებატკნის ადგილას –მეცხვარის არ აჯობებდა? ++მებატკნის ადგილას –მეცხვარის არ აჯობებდა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|