 | ავტორი: ანიტა ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2015 |
შენ რომ წახვედი, არ მინახავს მთვარე იმ ღამით, არც ვარსკვლავები, არაფერი ბურუსის გარდა, მთელი ის დილა უნებართვოდ წვიმდა, თავხედი, მე კი ვიდექი უსასრულოდ მიხურულ კართან. შენ რომ წახვედი, განაცრისფრდა ცები ფიფქებით, ყელზე სიცივე შემომეჭდო მეც, მარწუხებით, რაც შენ წახვედი, გამჭვირვალე ღიმილთან ერთად უსიტყვო ეჭვი ჩაგვენისლა, ზიზღის ფერებით. იმ დღეს ყველაზე მძიმე თოვლი დააწვა ქალაქს, იმ დღეს ყველაზე შორს მოჩანდა ჩემი მაისი, მე არ მინდოდა შენთან მოსვლა ასე აშკარად... ისე მიყვარხარ, სუნთქვას მიკრავს ყველა ნაბიჯი, პირზე მომდგარი მეჩხირება სიტყვები გულთან, თუკი ასეთი მონატრება არსებობს, ჩემო, თუკი ასეთი სიგიჟე ხარ, მოვიდე უნდა. არ შემიძლია მივაბარო სიმშვიდე წარსულს, მარტო ვებრძოლო ღამის ურჩხულს, არ შემიძლია, თუკი ასეთი უსასრულო არსებობ ჩემში, მოვიდე უნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ++ აი ეს არის ის ^_^ ++ აი ეს არის ის ^_^
4. +. 20/02/15წ. ნექტარი. +. 20/02/15წ. ნექტარი.
3. ეგ კარგი იყო :D
:)) გმადლობთ. ეგ კარგი იყო :D
:)) გმადლობთ.
2. შენ რომ წახვედი, ჩემო ქმარო, თვალზე ძილი არ მქონია, სამი საყვარელის მეტი არცერთ ღამეს არ მყოლია.ჩემი მეზობელი სირანა ყოველ დღე ამას მღეროდა (ეს ხუმრობით)
ანიტა მომწონს შენი ლექსი....
შენ რომ წახვედი, ჩემო ქმარო, თვალზე ძილი არ მქონია, სამი საყვარელის მეტი არცერთ ღამეს არ მყოლია.ჩემი მეზობელი სირანა ყოველ დღე ამას მღეროდა (ეს ხუმრობით)
ანიტა მომწონს შენი ლექსი....
1. ჰო, ეს კარგი ნაწერია !!
ჰო, ეს კარგი ნაწერია !!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|