ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2015


ქარის მარინადი

არანაირადი
არცსოლომონადი
არცნარგიზადი
არდალიონოდი
არცაზიზაზადე
კიცარციზედდადე
ნარცის ყვავილადი
თაფლი უწილადე
ჯაჭვი ქოთანს დადე
ერთხანს შეიცადე
თან ხარ მოურავი
ეზოს ძაღლი ავი
ჭიან შავქლიავი
ტყვიავის კვლიავი
მიხაკი საშკვლავი
მიხაკ და რიჩინი
რას ჩამაფიჩინი
წინმკლავი, განმკლავი
წილყვავის საკრავი
წილკანში ნაკრავი
ძუ მგელი და კრავი
გაშლილი კარავი
ცურვა თუ ბანავი?
იხომა თუ ქანავი?
ცივ-ცივი მანავი
არ იცის არავინ,
რომ შენ ხარ ის მტრედი, რომელსაც ვიჭერდი
რომ მე ის ბუდე ვარ, რომლშიც გიჭერდი
შენ ამ დროს ქორბუდობ, არ მაცლი ოცნებას
და ეკალბარდებში ქაცვივით გავები
მე ვარდებს ველოდი შენ ძაღლნი მისიე,
განა პუდელები? ქოფაკი, ავები!
არ მსურს ქარაგმები, თვით მზეს მოგიქარგავ
სახლსაც გიქირავებ, ფხანსაც აგიმარგლავ
ტოტებს დაგიბერტყავ თუთის, მსხმოიარეს
ოჰ, ნეტავ გაბრწყინდე ჩემო ფრთაგიზგიზავ!
ფეხზე დაგიდგები თუნდაც მწოლიარე!
განდა ამას გიზამ, გინდა იმას გიზამ!
რასაც მოისურვებ, უმალ მოგიზიდავ
ქურთებს შევკრიბავ, ავეჯს გადავზიდავ
მადლობას შევწირავ მშრომელ ასურელებს
შენი მკრთალ, ბრტყელ სახე დღემდე მასულელებს
როგორ მეგონა, რომ უკვე დავჭკვიანდი
ფიქრთა მდუღარებამ ტვინი გააცია
ვხვდები ვეღარ ვებრძვი წამწამთ სიმძიმეებს,
სამის ნახევარი... ძილის საათია...

შაქრო ლისიცკი
ტვერი 2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები