ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2015


გაფანტული მინიმები

ასეთ დროს გიკვირს,
რომ ქალაქში არ მოდის წვიმა,
როდესაც ორი მიუყვება ერთმანეთის კვალს,
როცა ეს კვალი
სულ სხვადასხვა ქუჩებზე გადის,
გიკვირს,
ასეთ დროს რატომ არ ცივა...


#


იჯერებ, როცა
შენს მაჯაზე მისი თითები
ითვლიან პულსს და მაჯისცემაც
არსაით გარბის..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები