მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2015
მე და შენ
ბედი და იღბალი სამყაროს განუდგნენ.
უნდათ ,რომ სხვა და სხვა თამაშით გაერთონ.
მე და შენ ერთმანეთს რა კარგად გავუგეთ,
მე და შენ რამდენი გვქონია საერთო.
მომავალს გრძნობების მზეები უნთია.
ყველაფერს თანდათან დავარქმევთ სახელებს.
ახალი დღეების ყოველი წუთია,
ყოველი საათი შენ თავს რომ მახსენებს.
წლებმა და დღეებმა საზომი დაკარგა.
სიყვარულს ვამბობთ და იღბალი გვისურვეს.
ვატყობთ რომ სათქმელი გროვდება კი,მაგრამ
სიჩუმით შევავსებთ გრძნობების დღიურებს.
ერთმანეთს ვავსებთ და ქარები გაჩუმდნენ,
ყველაფერს გრძნობების ზეიმი დაერთო.
მე და შენ ერთმანეთს რა კარგად გავუგეთ,
მე და შენ რამდენი გვქონია საერთო.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
4.
ძალიან მომეწონა :)
ძალიან მომეწონა :)
ელენა0101.
2016-02-20 20:40:31
3.
++
++
დევი.
2015-03-08 02:31:32
2.
ძAლიან ლამაზია!
ძAლიან ლამაზია!
მუხა.
2015-03-07 04:23:43
1.
კარგია!
კარგია!
ელადა.
2015-03-05 22:28:02
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
26.05.2026 09:05:40