| ავტორი: მარიამი.ლ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 მარტი, 2015 |
გარეთ ქარია... თავდაყირა აყენებს ყველაფერს, თითქოს რაღაცას ეძებს, თითქოს რაღაც დაკარგა და გამწარებული, იმედდაკარგული დაეხეტება, მაინც ეძებს და არ ნებდება. მთვარეც მოწყენილი შეჰყურებს ქარს, ცდილობს გაუნათოს გზა და აპობნინოს დაკარგული... მთვარესაც სცოდია მოწყენა, ქარის შემხედვარეს ცრემლი მოერია თვალზე და მოგონებებმა აუმღვრიეს გული, გაახსენდა მზე და უცებ ღრუბლებში შეიმალა, არ უნდა ქარს თავისი მწუხარება დაანახოს... ქარი არ ისვენებს ძალაგამოცლილი ქრის... ირგვლივ სიჩუმეა , მხოლოდ ქარის ზუზუნის ხმა ისმის... დროდადრო ძველი ჭიშკარი თუ ახმაურდება...ღრუბლებიც გარბიან გაურბიან გულნატკენ და განრისხებულ ქარს... მე ვზივარ მაგიდასთან და სანთლის შუქზე ვწერ... რა ბანალურია... მე ვწერ, იმედდაკარგული, გულნატკენი, დაღლილი ამ ყველაფრისგან... მე ვწერ, ჩემი ცხოვრების საშინელ დღეებზე... მე ვწერ, ჩემი ბედნიერების უკანასკნელ დღეებზე... მე ვწერ, ჩემს ერთადეერთ სიყვარულზე... მე ვწერ, გონდაკარგული... მე ვწერ უბრალოდ "მე" ვწერ... და თითქოს ეს "მე" ამბობს ყველაფერს..."მე"-მ "იგი" დაკარგა... "იგი" გაქრა და აღარ არის..! "იგი" წავიდა! და თან წაიღო: ფიქრი, ოცნება, სიყვარული, მოგონება, გული... ყველაფერი წაიღო და დამიტოვა მხოლოდ "მე" უარაფრო... უიმედო და უგრძნობი... "მე" რომელიც იგის გარეშე არაფერს წარმოადგენს და "მე" რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდება "იგი"... "მე" "იგის" გარეშე იცვლება..."მე" მე აღარ არის, მე ბოროტდება... "მეს" გული აღარ აქვს და "მე" კვდება... კვდება და თან მიაქვს უიმედობა, უგულობა, ტკივილი... "იგი" კი არ ჩანს "იგი" გაქრა, წავიდა, საბოლოოდ წავიდა... "იგიმ" ვეღარ გაუძლო მეს ასეთ სიყვარულს და წავიდა... "იგიმ" დაივიწყა "მე" .."იგი" ვერ მიხვდა რომ სიკვდილს აჩუქა "მე"... მე? მე კი ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვწერ... ვწერ და ვფიქრობ როგორი დაუნდობელია ადამიანი... რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ერთ სიტყვას... რამდენი ადამიანი შეიწირა ერთმა სიტყვამ... რამდენმა ადამიანმა დაკარგა ნამდვილი სიყვარული... თუმცა არა სიყვარული არ იკარგება, იგი გულთან ერთად ცოცხლობს..."მეს" "იგიც" გულშია და გულთან ერთად იცოცხლებს სამუდამოდ.. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე... სანთელი ქრება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წავიდა? ე.ი. შენი ღირსი არ იყო წავიდა? ე.ი. შენი ღირსი არ იყო
6. გმადლობთ რჩევებისთვის :)))) გმადლობთ რჩევებისთვის :))))
5. იგია აგი, თუ აგი იგია? გურულებმა იციან აგი. 3 კომენტარს ვეთანხმები. იგია აგი, თუ აგი იგია? გურულებმა იციან აგი. 3 კომენტარს ვეთანხმები.
4. ძალიან ნაცნობი გრძნობაა....( იტირე..უნდა იტირო და გაგივლის...
ძალიან ნაცნობი გრძნობაა....( იტირე..უნდა იტირო და გაგივლის...
3. არ გაგიკვირდეს რაც დავწერე, რადგან შენ ჯერ ნამვილად არ იცი რა არის ნამდვილი დანაკარგი. ოჯახის წევრის სიკვდილი, ქმრის სიკვდილი, შვილის სიკვდილი, დედის სიკვდილი. ღმერთმა გაშოროს, ასეთი სიყვარულები არანაკლებ რვაჯერ მაინც მოვლენ და წავლენ შენს ცხოვრებაში. დადგენილი უკვე დიდი ხანია, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე, არანაკლებ რვაჯერ მაინც არის შეყვარებული. ზოგიერთი კი ხელახლა ასწრებს საკუთრი ცოლის ან ქმრის შეყვარებას.
ბედნიერებას გისურვებ ჩემო კარგო.
არ გაგიკვირდეს რაც დავწერე, რადგან შენ ჯერ ნამვილად არ იცი რა არის ნამდვილი დანაკარგი. ოჯახის წევრის სიკვდილი, ქმრის სიკვდილი, შვილის სიკვდილი, დედის სიკვდილი. ღმერთმა გაშოროს, ასეთი სიყვარულები არანაკლებ რვაჯერ მაინც მოვლენ და წავლენ შენს ცხოვრებაში. დადგენილი უკვე დიდი ხანია, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე, არანაკლებ რვაჯერ მაინც არის შეყვარებული. ზოგიერთი კი ხელახლა ასწრებს საკუთრი ცოლის ან ქმრის შეყვარებას.
ბედნიერებას გისურვებ ჩემო კარგო.
2. მაგის მეტი არაფერი გეტკინოს შენ მარი.ლ., :)
ყველაფერი იმის ბრალია, რომ ზედმეტად მაღალი წარმოდგენა გაქვს: ა) გრძნობაზე რასაც სიყვარულს ეძახი; ბ) პერსონაზე ვისზეც წერ; გ) აქაურობაზე რადგან აქ დადე.
იყავი უფრო თავშეკავებული, გადაერთე რამეზე, რაც შეეხება მაგ წუხილს ზუსტად სამ თვეში გადაგივლის და ყველაფერი უფრო უკეთესად იქნება, ვიდრე აქამდე იყო. აგერ ნახავ თუ არა... :)
მაგის მეტი არაფერი გეტკინოს შენ მარი.ლ., :)
ყველაფერი იმის ბრალია, რომ ზედმეტად მაღალი წარმოდგენა გაქვს: ა) გრძნობაზე რასაც სიყვარულს ეძახი; ბ) პერსონაზე ვისზეც წერ; გ) აქაურობაზე რადგან აქ დადე.
იყავი უფრო თავშეკავებული, გადაერთე რამეზე, რაც შეეხება მაგ წუხილს ზუსტად სამ თვეში გადაგივლის და ყველაფერი უფრო უკეთესად იქნება, ვიდრე აქამდე იყო. აგერ ნახავ თუ არა... :)
1. არაფერ შუაშია, მაგრამ რა ვუყო... სულ ეს მახსენდება და მინდება დავიწყო ამაზე საუბარი. ოდესმე, ყველა იგი ვარდება დიდი დაძინების ქარაფიდან და იკარგება სამუდამოდ... ეს ან ქარჩხაძის მოთხრობაში ხდება, სულ სხვა მიზნის გამო, ან ჩვენს ცხოვრებაში, ისეთი უბრალო ფაქტის შედეგად, რომელსაც დაუკარგავი სიყვარულის "დაკარგვა" ჰქვია. მთავარია კვალი, რომელსაც "იგი" ტოვებს. იქნება ეს წელში გამართული ზუ თუ მოგონებები, რომლებმაც ეს ჩანახატი დაგაწერინა.
ნუ დაღონდები, ან დაღონდი და ეს დაღონებები შენი მუზის მსაზრდოებლად გამოიყენე, მთავარია ამაზე ნაკლები აღარ შექმნა არაფერი.
და დაიმახსოვრე, ნურც ბოლომდე ჩაიკლავ იმედს და გაკიცხავ წამსვლელს... შენც ხომ ვიღაცის იგი ხარ , ვიღაც, კიდევ ვიღაც სხვის... და ა.შ არაფერ შუაშია, მაგრამ რა ვუყო... სულ ეს მახსენდება და მინდება დავიწყო ამაზე საუბარი. ოდესმე, ყველა იგი ვარდება დიდი დაძინების ქარაფიდან და იკარგება სამუდამოდ... ეს ან ქარჩხაძის მოთხრობაში ხდება, სულ სხვა მიზნის გამო, ან ჩვენს ცხოვრებაში, ისეთი უბრალო ფაქტის შედეგად, რომელსაც დაუკარგავი სიყვარულის "დაკარგვა" ჰქვია. მთავარია კვალი, რომელსაც "იგი" ტოვებს. იქნება ეს წელში გამართული ზუ თუ მოგონებები, რომლებმაც ეს ჩანახატი დაგაწერინა.
ნუ დაღონდები, ან დაღონდი და ეს დაღონებები შენი მუზის მსაზრდოებლად გამოიყენე, მთავარია ამაზე ნაკლები აღარ შექმნა არაფერი.
და დაიმახსოვრე, ნურც ბოლომდე ჩაიკლავ იმედს და გაკიცხავ წამსვლელს... შენც ხომ ვიღაცის იგი ხარ , ვიღაც, კიდევ ვიღაც სხვის... და ა.შ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|