სიჩუმე... დღეები - უჩვენო, მორიგი, ყველაზე ნაკლებად მზიანი აისი, სურვილი ამ ღამით მოკლული მოვიდე შენამდე და შენი ცრემლებით ავივსო,
რა სიმარტოვეა, თვალს აღარ ვუჯერებ, ვოცნებობ, ვოცნებობ არასდროს გაგეშვი... და ყველა ნაგავზე ბინძური უჯრედი დამტვრილ ჭაღზე და ბაწარზე მანიშნებს,
მჭირდები, სიტყვებით - ძლიერ და სასწრაფოდ, ალეწილ მაჯებზე ტუჩების სიცხელე, ტირილი მიშველის, მიშველის ბაწარიც, ოღონდ შენ რა გიყო თუ ვეღარ ვიცოცხლე
შენს სუფთა სულს, მერე ჩვენს შვილებს რა ვუყო, რომლებსაც ყველაზე ბედნიერ მამასთან ხატავდი, რომლებიც ჯერ სულაც არ იყვნენ და უკვე გვიყვარდა ყველაზე ლამაზად,
სიჩუმე... დღეები - უჩვენო, მორიგი, ხელები, ხელებზე ტკივილის ნიშნები მე - ჩვენი შეცდომის დღეიდან ვტოლვილი, სიტყვებით - მიშველე... მიშველე... მიშველე...