დედა რომელიც გირწევდა აკვანს დღეს შენს საფლავზე ტირის, არ გტოვებს. მხოლოდ სუფრასთან ახსოვხარ ძმაკაცს და მხოლოდ ლექსში ახსოვხარ პოეტს. დედა რომელიც გირწევდა აკვანს ტირის, შენს საფლავს წუთით არ ტოვებს.
რაც გაზაფხული მოვიდა ანცი ჯერ არ გასულა სამ დღეზე მეტი საკუთარ დედას კოცნის ძმაკაცი საკუთარ დედას ეტრფის პოეტი და რაც ზამთარი გავიდა მკაცრი ჯერ არ გასულა სამ დღეზე მეტი ყვავილს დედამისს ჩუქნის ძმაკაცი სონეტს დედამისს უძღვნის პოეტი
ჯერ არ გასულა სამ დღეზე მეტი, სამ დღეზე მეტი ჯერ არ გასულა ვით ემსუბუქოს მაგ სხეულს ბელტი ვით დაგისვენოს მაგ სუფთა სულმა ვით განუგეშოს მოკვდავთა ლოცვამ ანდაც ჩივილმა მუხანათ ბედთან… არვინ ეხვევა, არვინ ულოცავს და არვინ კოცნის შენს ნაცვლად დედას
დედას რომელმაც გმირად გაგზარდა რომელსაც ცრემლი წუთით არ ტოვებს. მხოლოდ სუფრასთან ახსოვხარ ძმაკაცს და მხოლოდ ლექსში ახსოვხარ პოეტს და ეს სამშობლოც თვალს უქცევს ჯვარცმას და ამიტომაც ჯვარცმაც არ ტოვებს.